|
2025-10-07 14:03:25, 1058 ნახვა
პოლიტიკა
4 ოქტომბრის აქციის საქმეზე დაკავებული 5 პირის მოსამართლე საკრებულოში ოცნების დეპუტატი იყო
პაატა ბურჭულაძისა და 4 ოქტომბრის აქციის საორგანიზაციო კომიტეტის დანარჩენი ოთხი წევრის საქმის მოსამართლე ლელა მარიდაშვილი 2017-23 წლებში საგარეჯოს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე და შემდეგ პირველი მოადგილე იყო, - „ქართული ოცნების“ წევრი. ამის გამო დაცვის მხარე მის აცილებას ითხოვდა. პროკურორი აცილების შუამდგომლობას შეეწინააღმდეგა. საბოლოოდ, მოსამართლემ აცილებაზე შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. ნადირაძეს, ზოდელავას, ბურჭულაძეს, მანჯგალაძეს და ბერიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა პატიმრობა შეუფარდა. წინასასამართლო სხდომა 26 ნოემბერს 12:00 საათზე ჩაინიშნა. საქართველოს პროკურატურამ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ხელმძღვანელობის, სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობის, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდების საქმეებზე პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძეს, პაატა მანჯგალაძეს და ლაშა ბერიძეს ბრალდება წარუდგინა. მათ 9 წლამდე პატიმრობები ემუქრებათ.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)