|
2025-10-07 13:48:20, 1204 ნახვა
ეკონომიკა
სუფთა ჰაერი, როგორც ჯანსაღი გარემოს საფუძველი -„ტესკოს“ ისტორია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა
„ტესკო“, ეს არის კომპანია, რომელიც საქართველოში ჰაერის ფილტრების გავრცელებაზე ზრუნავს. მისი თანადამფუძნებელი, მამუკა ლოლაძე, სამედიცინო აპარატურის ინჟინერია, თუმცა კლინიკებთან მუშაობის პროცესში მალე გამოიკვეთა, რომ ჯანმრთელობის დაცვა მხოლოდ თანამედროვე სამედიცინო ტექნიკით არ შემოიფარგლება - ჰაერის სისუფთავე ისეთივე მნიშვნელოვანი ფაქტორია, როგორც ზუსტი დიაგნოსტიკა. „ტესკოს“ ისტორია მჭიდროდ არის დაკავშირებული საერთაშორისო ბრენდთან „Camfil“, რომელმაც ჰაერის ფილტრების და ჰაერ-გამწმენდი სისტემების წარმოება დაიწყო შვედეთში ჯერ კიდევ 1963 წელს. „2006 წლიდან დავიწყეთ ამ ბრენდთან თანამშრომლობა და მას შემდეგ უმაღლესი ხარისხის პროდუქციის გავრცელებას უზრუნველვყოფთ“, — აღნიშნავს მამუკა ლოლაძე. კოვიდპანდემიამ კიდევ ერთხელ გამოკვეთა ის, რასაც ტესკო წლების განმავლობაში ამტკიცებდა - სუფთა ჰაერი არ არის ფუფუნება, ეს არის აუცილებელი პირობა ჯანმრთელობისა თუ უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად. COVID-19-ის გავრცელების პერიოდში ჰაერის ვენტილაციისა და ფილტრაციის მნიშვნელობა ყველასთვის ნათელი გახდა, რადგან სწორედ ეს იყო ერთ-ერთი მთავარი გზა ვირუსის გავრცელების რისკის შესამცირებლად. „ჩვენი მიზანი ჯანსაღი ეკოსისტემის შექმნაა, განსაკუთრებით ისეთ სივრცეებში, სადაც განსაზღვრულ დახურულ სივრცეში შედარებით მეტი ადამიანი იმყოფება. თანამედროვე შენობებისთვის მხოლოდ გათბობა და ჰაერის კონდიცირება აღარ არის საკმარისი. კომპანია ტესკო მომხმარებლებს სთავაზობს სხვადასხვა წარმადობის დამოუკიდებელ ჰაერგამწმენდ სისტემებს, რომლებიც შეიძლება დაიდგას თითოეულ სივრცეში და ამ გზით იქნას მიღწეული ჰაერის სისუფთავე და, საჭიროების შემთხვევაში, სპეციფიკურ ზონებს შორის წნევათა სხვაობაც“, — განმარტავს მამუკა ლოლაძე. „ტესკო“ უკვე საქართველოს ფარგლებსაც სცდება და კავკასიის რეგიონში სხვა ქვეყნებსაც ამარაგებს შესაბამისი პროდუქციით. ამგვარ წინსვლასა და წარმატებაში კი კომპანიას სანდო პარტნიორი სჭირდება - ისეთი, როგორიც თიბისია. „დაარსების პირველივე დღეებიდან თიბისისთან ვთანამშრომლობთ და რაც უფრო მატულობს ჩვენი კომპანიის მიზნები და ნაბიჯები, საბანკო სერვისების მიღების საჭიროებაც მეტად იკვეთება. ფინანსური რესურსების მობილიზაციის გარეშე შეუძლებელია წინსვლა, თიბისი ყოველთვის გვერდით გვიდგას და სამომავლო წინსვლისთვისაც სანდო პარტნიორად მივიჩნევთ“. წარმატება გზაშია, მთავარია გჯეროდეს!
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავტომობილების დაჯარიმების თაობაზე მოქალაქეებს თაღლითური SMS-ების შესახებ აფრთხილებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)