|
2025-10-07 12:43:24, 900 ნახვა
პოლიტიკა
ჰერჩინსკი: გთხოვთ, იხილოთ კაია კალასისა და მარტა კოსის განცხადება, მეტი კომენტარი არ მაქვს
გთხოვთ, იხილოთ კაია კალასისა და ევროკომისარ კოსის ოფიციალური განცხადება. მეტი კომენტარი არ მაქვს, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ "ოცნების" საგარეო საქმეთა სამინისტროდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, საგარეო უწყებაში ბოჭორიშვილის პირველმა მოადგილემ წარმოადგინა ხელისუფლების შეფასება არჩევნებთან და არჩევნების შემდეგ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. "მე მომიწვიეს ჩემს კოლეგებთან ერთად საგარეო საქმეთა სამინისტროში. საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ წარმოადგინა ხელისუფლების შეფასება მომხდართან დაკავშირებით, არჩევნებთან და არჩევნების შემდეგ განვითარებული მოვლენების შესახებ. არჩევნებზე და არჩევნების შემდგომ ევროკავშირის შეფასება ძალიან მკაფიოდ იყო გამოთქმული უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასისა და ევროკომისარ კოსის ოფიციალურ განცხადებაში. გთხოვთ, იხილოთ კვირას გავრცელებული განცხადებები. მეტი კომენტარი არ მაქვს", – განაცხადა ჰერჩინსკიმ. 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით "ოცნების" საგარეო უწყებაში საქართველოში აკრედიტებულ ელჩებთან შეხვედრა გაიმართა.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)