|
2016-03-24 10:32:30, 462 ნახვა
საზოგადოება
დავით ნარმანია სტრასბურგში მიმდინარე 30-ე პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოვიდა
თბილისის მერი დავით ნარმანია სტრასბურგში, ევროსაბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების კონგრესის 30-ე პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოვიდა და ქვეყანაში ადგილობრივი დემოკრატიის განვითარების შესახებ მოკლე კომენტარი გააკეთა. როგორც „ექსპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, დავით ნარმანიამ საქართველოში, როგორც პოსტ-მონიტორინგის ფაზაში მყოფ ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შესახებ ისაუბრა და ყურადღება ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმაზე, ასევე, კონგრესის რეკომენდაციების მნიშვნელობასა და მათ დროულ შესრულებაზე გაამახვილა. "ვისაუბრეთ იმაზე, თუ რა რეფორმებს ატარებს ჩვენი ხელისუფლება ადგილობრივი თვითმმართველობების გასაძლიერებლად, მათ შორის, ხაზი გაესვა იმას, რომ გასულ წელს ადგილობრივი თვითმმართველობის კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებები, რამაც მეტი ჩართულობა უნდა უზრუნველყოს, არის მნიშვნელოვანი, ისევე როგორც, ფინანსურ დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით, ბოლო პერიოდში გადადგმული ნაბიჯები არის მნიშვნელოვანი და ეს რეფორმები უნდა გაგრძელდეს იმისათვის, რომ ნამდვილი ევროპული დემოკრატია გვქონდეს. მნიშვნელოვანია, ადგილობრივი თვითმმართველობების დონეზე, ხალხი იყოს უფრო მეტად კმაყოფილი და გაკეთდეს მეტი საქმე, რაც თითოეული ჩვენგანის მიზანია და ამისთვის ვაკეთებთ ყველაფერს, ამისთვის ვსწავლობთ ევროპულ გამოცდილებას, ამისთვის გვაქვს მჭიდრო თანამშრომლობა კონგრესთან და კონგრესი გვეხმარება რეკომენდაციებით, მონიტორინგითა და კარგი პრაქტიკების გაზიარების თვალსაზრისით",- განაცხადა ნარმანიამ. "პოსტ მონიტორინგის პროცესში კონგრესი ეხმარება სახელმწიფოებს მონიტორინგის დასკვნების შედეგად გაკეთებული რეკომენდაციების შესრულებაში. ყველაფერი ის, რისი შესრულებაც საჭიროა, პრაქტიკულად უნდა იქნეს განხორციელებული. რადგანაც საქართველომ გამოხატა სურვილი ამ დახმარების მიღების, კონგრესი მოხარულია, იმუშაოს საქართველოსთან ერთად და დაეხმაროს რეკომენდაციების შესრულებაში", - განაცხადა ჟან კლოდ ფრეკონმა, ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების კონგრესის პრეზიდენტმა. დავით ნარმანიას მოხსენებამდე, კონგრესის პლენარულ სხდომაზე ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული პროცესები, უფრო ვრცლად, კონგრესის წევრებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, თენგიზ შერგელაშვილმა გააცნო და ყურადღება დეცენტრალიზაციის მნიშვნელობასა და თანამედროვე, გამჭვირვალე, მოსახლეობის ინტერესების გამომხატველ ადგილობრივ ხელისუფლებაზე გაამახვილა. მისივე თქმით, საქართველოს მთავრობის ურყევი ნებაა, დეცენტრალიზაციისა და ადილობრივი თვითმმართველობის დემოკრატიზაციის პროცესები გააგრძელოს და ბოლომდე მიიყვანოს, პოსტ-მონიტორინგის პროცესი კი, მნიშვნელოვანია. ევროსაბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების კონგრესის 30-ე პლენარულ სესიას დავით ნარმანიასთან ერთად, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ტყემალაძე და საკრებულოს დეპუტატები ესწრებიან. სესიაზე, ასევე, იმყოფება რუსთავის მერი დავით ჯიქია და ზუგდიდის გამგებელი ედიშერ თოლორაია. კონგრესის პლენარული სხდომის დასრულების შემდეგ, დავით ნარმანია სტრასბურგის მერიის მიერ ორგანიზებულ მიღებას დაესწრო. თბილისის მერის ოფიციალური ვიზიტი სტრასბურგში დღეს დასრულდება.
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
უკრაინამ სამარის ოლქში, კრასნოდარის მხარეში და სევასტოპოლში ნავთობის ობიექტებს შეუტია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)