|
2025-10-06 10:47:54, 1093 ნახვა
პოლიტიკა
სომხეთიდან რუსეთში ექსტრადაციის საფრთხე კიდევ ერთ ქართველ მებრძოლს, ვანო საბაშვილს ემუქრება.
სომხეთიდან რუსეთში ექსტრადაციის საფრთხე კიდევ ერთ ქართველ მებრძოლს, ვანო საბაშვილს ემუქრება. როგორც მისი მეგობრები ამბობენ, საბაშვილს არ ჰქონდა ინფორმაცია, რომ რუსეთის საერთაშორისო ძებნილთა სიაში იმყოფებოდა. საქართველოს კონტროლირებადი საზღვარი მან უპრობლემოდ გადაკვეთა, თუმცა სომხეთის მხარეს დააკავეს. ქართველი მებრძოლი 9 სექტემბერს დააკავეს — იგი სომხეთში სამსახურებრივ მივლინებაში იმყოფებოდა. ვანო საბაშვილი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში რვა წლის განმავლობაში მსახურობდა. რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების პირველ ეტაპზე ის ინტერნაციონალური ლეგიონის რიგებში იბრძოდა. კონტრაქტის დასრულების შემდეგ საბაშვილი სამშობლოში დაბრუნდა. მოგვიანებით, ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის სასამართლომ იგი უკრაინის მხარეს ბრძოლის გამო დაუსწრებლად გაასამართლა და პატიმრობა მიუსაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)