13:45 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-10-05 19:41:47, 1497 ნახვა

პოლიტიკა
ზურაბიშვილი - რეჟიმს დღეს, როგორც არასდროს, უნდა რუსთაველის პროტესტი მოსპოს

დღეს, როგორც არასდროს აუცილებელია ყველანი ერთად გავიდეთ რუსთაველზე. დავდგეთ რუსთაველზე, რადგან რუსთაველი არის დასაცავი, - ამის შესახებ მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, განაცხადა

ზურაბიშვილმა მოქალაქეებს მოუწოდა გამოვიდნენ რუსთაველზე და გააგრძელონ მშვიდობიანი პროტესტი.

„რეჟიმს დღეს, როგორც არასდროს უნდა მოსპოს რუსთაველის პროტესტი, ამიტომ შსს-განცხადება, რომ აქციები არის გუშინდელი აქციის გამოძახება, არის ტყუილი. ეს ჩვენ ვერ შეგვცლის და ვერ შეგვაშინებს. ამიტომ, დღეს, როგორც არასდროს აუცილებელია ყველანი ერთად გავიდეთ რუსთაველზე. დავდგეთ რუსთაველზე, რადგან რუსთაველი არის დასაცავი. პროტესტი, რომელიც გრძელდებოდა 300-დღეზე მეტი, სადაც ჩვენ ვიცავდით კონსტიტუციას და ევროპულ მომავალს, ჩვენ არ გადავალთ არც ერთ არაკონსტიტუციურ ქმედებაზე. ჩვენ ვერ მოგვატყუებთ და ვერ გადავიყვანთ სხვა რეჟიმში, ჩვენ ვართ მშვიდობიანი პროტესტი საქართველოს ისტორიაში. ჩვენ უნდა დავიცვათ რუსთაველი. ის არის იმის გარანტია, რომ ეს რეჟიმი ჩამოიშლება, რუსთაველი არის იმის გარანტია, რომ ეს რეჟიმი ბოლოს ჩამოიშლება. რუსთაველი არის იმის გარანტია, რომ ამ რეჟიმის იზოლაცია გარედან გაგრძელდება. რუსთაველი არის იმის გარანტია, რომ ჩვენ ერთმანეთის გვჯერა და ერთმანეთთან ვართ სოლიდარულები და რუსთაველი არის იმის გარანტია რომ ხვალინდელი მომავალი არის ჩვენი. დადგება დღე არჩევნების, ნამდვილი სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების, სადაც მართლაც გავაკეთებთ არჩევანს. დღეს არის დაცვის დღე. ყველას მოგიწოდებთ ერთად გამოვიდეთ და გავაგრძელოთ რამდენიც საჭიროა იქნება და ბოლომდე ეს მშვიდობიანი პროტესტი“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პოლონეთში 5 თვის ბავშვი, სავარაუდოდ, ცემის შედეგად დაიღუპა - დააკავეს ქართველი დედა, ეძებენ მამას
POLITICO: ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე
პუტინის რეიტინგი ომის დაწყების შემდეგ ახალ მინიმუმამდე დაეცა
„სრულიად დაბლოკილია“. Telegram-ის დაბლოკვის მაჩვენებელმა რუსეთში თითქმის 100%-ს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics