13:49 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-10-05 19:39:58, 1407 ნახვა

პოლიტიკა
ვოდოლაცკი: ევროკავშირის რესურსები საქართველოში სამოქალაქო ომის დასაწყებადაა მიმართული

რუსეთის სახელმწიფო დუმაში დსთ-ის, ევრაზიულ ინტეგრაციასა და თანამემამულეებთან ურთიერთობის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ვიქტორ ვოდოლაცკიმ რუსულ პროპაგანდისტულ მედიასთან საუბარში კომენტარი გააკეთა საქართველოს თვითმმართველობის არჩევნებსა და 4 ოქტომბრის დემონსტრაციაზე.

მან გაიმეორა ქართული ოცნების ნარატივი, თითქოს, საქართველო ევროკავშირის თავდასხმის ქვეშაა. მისი მტკიცებით, ევროკავშირის მიზანი საქართველოში სამოქალაქო ომის დაწყებაა.

"საქართველო დღეს იმყოფება ევროკავშირისა და ყველა [დასავლური] NGO-ს თავდასხმის ქვეშ, რადგან ქვეყანამ, რომელიც უკვე გახლართული იყო ევროკავშირში მმართველი ნაციონალისტური სტრუქტურების ქსელში, უცებ აქედან გათავისუფლება გადაწყვიტა. ამიტომაც დღეს ყველანაირი რესურსი და ევროკავშირის სოციალური ინსტიტუტები და სპეციალური ღონისძიებებით დაკავებული სტრუქტურები მიზანმიმართულია იმისთვის, რომ მაქსიმალურად დაიწყოს სამოქალაქო ომი საქართველოში, რათა მოხდეს "მაიდანი" უკრაინის მაგალითით." - თქვა ვოდოლაცკიმ.

ვოდოლაცკის მტკიცებით, აქციის ორგანიზატორებს "ქვეყნის სამოქალაქო ომის უფსკრულშ გადაჩეხვა" უნდადოათ, თუმცა ხალხმა მათ მხარი არ დაუჭირა, რადგან ქართულ ოცნებას უფრო დიდი მხარდაჭერა აქვს. მისივე თქმით, ოცნებას აქვს საკმარისი ძალა და საშუალება, რომ არ დაუშვას "უკრაინული სცენარი".

ამას გარდა რუსი პოლიტიკოსი ირწმუნება, რომ აქციის ორგანიზატორები მზად არიან ერთმანეთის დასახოცადაც.

"ისინი მზად არიან უფრო შორს წავიდნენ. მზად არიან მკვლელობისთვის, რათა მოაწყონ პროვოკაციები და, იქნებ, ვინმე თავისი მოკავშირეც გაისტუმრონ იმქვეყნად, რათა თქვან, რომ ამჟამინდელი ხელისუფლება ასეთი მეთოდებით მოქმედებსო, რათა წაახალისონ ისინი, ვისაც ჯერ კიდევ ეჭვი ეპარება ქუჩაში გამოსვლაზე." - თქვა ვოდოლაცკიმ პროპაგანდისტულ მედიასთან საუბარში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პოლონეთში 5 თვის ბავშვი, სავარაუდოდ, ცემის შედეგად დაიღუპა - დააკავეს ქართველი დედა, ეძებენ მამას
POLITICO: ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე
პუტინის რეიტინგი ომის დაწყების შემდეგ ახალ მინიმუმამდე დაეცა
„სრულიად დაბლოკილია“. Telegram-ის დაბლოკვის მაჩვენებელმა რუსეთში თითქმის 100%-ს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics