|
2025-10-05 17:04:51, 1395 ნახვა
პოლიტიკა
ექიმის ინფორმაციით, ორბელიანზე დაშავებული შსს-ს თანამშრომლებიდან კლინიკაში ამჟამად რჩება ორი
ინგოროყვას კლინიკის გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტის უფროსმა, ანი დალაქიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ ათონელის სასახლესთან აქციის მონაწილეებს და შსს-ს წარმომადგენლებს შრის მომხდარი არეულობის შედეგად დაშავებული პოლიცილების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. დალაქაშვილის ცნობით, ერთ-ერთ პოლიციელს აღენიშნება ქალა ტვინის ტრავმა. "ამ დილით პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. პაციენტი კონტაქტური და ადეკვატურია. გუშინ ჩაუტარდა კომპიუტერული ტომოგრაფია, პაციენტთან გამოვლინდა ქალა ტვინის ტრავმა. კერძოდ, სისხლჩაქცევა. მარჯვნივ საფეთქლის ძვლის ხაზოვანი და ფრაგმენტული მოტეხილობა. ამ დილით კვლავ ჩატარდა განმეორებითი კომპიუტერული ტომოგრაფია, სადაც დადებითი დინამიკა გვაქვს. ამიტომ, პაციენტი რაიმე ოპერაციულ ჩარევას არ საჭიროებს, გრძელდება მკურნალობა და იმყოფება ნეიროქირურგების მეთვალყურეობის ქვეშ. ხვალ იგეგმება პალატაში გადაყვანა. აქციიდან სულ ხუთი დაშავებული გვყავდა კლინიკაში. სამი ამბულატორიული მეთვალყურეობით გაეწერა ბინაზე. კიდევ ერთი პაციენტი განაგრძობს ჩვენთან მკურნალობას მსუბუქი ტვინის შერყევით". - უთხრა ჟურნალისტებს ექიმმა. ცნობისთვის, პოლიციელების მოსანახულებლად ინგოროყვას კლინიკაში მისული იყო ივანიშვილის შს მინისტრი გეკა გელაძეც, რომელმაც ჟურნალისტებთან კომენტარის გაკეთებისას თქვა, რომ 2 პოლიციელის მდგომარეობა გუშინ საკმაოდ მძიმე იყო, დღეს კი შედარებით დასტაბილურდა.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)