15:28 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-10-05 12:43:29, 1013 ნახვა

პოლიტიკა
ყოველ დღე ივანიშვილის დამარცხებამდე ვიდგებით იქ, სადაც ვიდექით გასული 311 დღე - "ცვლილებისთვის"

საქართველოში დესტაბილიზაციის, კრიზისისა და ძალადობის ერთადერთი წყაროა ივანიშვილი და მისი მჩაგვრელი სისტემა, - ამის შესახებ კოალიცია "ცვლილებისთვის" საგანგებო განცხადებაში წერს. კოალიცია გუშინ ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე კონტრშეტევის ნაცვლად უწყვეტი მშვიდობიანი პროტესტის ზრდას და საერთაშორისო იზოლაციის გამყარებას მიიჩნევს გამოსავლად.

პოლიტიკური გაერთიანება კიდევ ერთხელ ადასტურებს საპარლამენტო მანდატებზე, დაფინანსებაზე და არალეგიტიმურ პროცესებში მონაწილეობაზე სრულ ბოიკოტს და მოუწოდებს მხარდამჭერებს ყოველდღიური პროტესტისკენ, ვიდრე რეჟიმი საბოლოოდ არ დამარცხდება. 

4 ოქტომბრის რუსულ სპეცოპერაციას უარი უთხრა პროდასავლური პოლიტიკური სპექტრის უმრავლესობამ, საერთაშორისო საზოგადოებამ და, რაც მთავარია, ქართველმა ხალხმა. რუსული რეჟიმის ყალბი მონაცემითაც კი, მხოლოდ დედაქალაქში, 2024 წლის არჩევნებთან შედარებით, გამოცხადება 300.000-ით ნაკლებია. რუსული ფარსი არ შედგა!
4 ოქტომბერს ცარიელი საარჩევნო უბნების პარალელურად, თავისუფლების მოედანი და რუსთაველის გამზირი სავსე იყო თავისუფლებისთვის მებრძოლი ადამიანებით. უწყვეტი პროტესტის 311-ე დღეს თბილისში 100.000-ზე მეტი ადამიანი გამოვიდა მთავარი სათქმელით - ბრძოლა ბოლომდე!
საქართველოში დესტაბილიზაციის, კრიზისისა და ძალადობის ერთადერთი წყაროა ივანიშვილი და მისი მჩაგვრელი სისტემა. ამის გამო, დღეს ქვეყანაში ახალი პოლიტიკური პატიმრები გვყავს. 
ჩვენთვის, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ამ რეჟიმის წინააღმდეგ გადამწყვეტი ბრძოლა 26 ოქტომბრის გაყალბებული არჩევნების შემდეგ უწყვეტად მიმდინარეობს. ქვეყნის სიყვარულის, ცვლილების ხედვისა და თავდადების პარალელურად, ეს ბრძოლა დგას უდიდეს პასუხისმგებლობაზე ჩვენი ხალხის მიმართ. 
ჩვენ გვჯერა, რომ გამარჯვების გასაღები რეჟიმის ჩამოშლაშია და არა დროის რომელიმე მონაკვეთში გადაჭარბებული მოლოდინების შექმნაში. ჩამოშლა დადგება ხელისუფლების მუდმივი იზოლაციის, ართანამშრომლობის, არაღიარების, საერთაშორისო წნეხის გაძლიერებისა და რაც მთავარია, უწყვეტი პროტესტის,  მათ შორის, რუსთაველის საპროტესტო კერის გაძლიერების გზით. ამიტომ ვთქვით უარი საპარლამენტო მანდატებზე, გაყალბებული არჩევნების შედეგად მიღებულ საბიუჯეტო დაფინანსებაზე,  არალეგიტიმური პარლამენტის “სამშობლოს ღალატის” კომისიაში მონაწილეობაზე, რის გამოც კოალიციის უკლებლივ ყველა ლიდერი ციხეშია, ამიტომ არ მივიღეთ მონაწილეობა 4 ოქტომბრის ფარსში სახელად „ადგილობრივი არჩევნები“.   
ჩვენ არ გამოგვიცხადებია ბოლო ბრძოლა, ჩვენ გამოვაცხადეთ ბრძოლა ბოლომდე, გამარჯვებამდე! ყოველ დღე ბიძინა ივანიშვილის დამარცხებამდე ვიდგებით იქ, სადაც ვიდექით გასული 311 დღე.
დღესაც, ტრადიციულ დროს, შევხვდებით რუსთაველზე, - ნათქვამია განცხადებაში. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მეუფე იობი: ღმერთმა ინებოს, მომავალი პატრიარქის და მეფის ღვაწლით, გამოვიდეთ ამ ჭაობიდან
მერია: 12 აპრილს მეტრო 04:00 საათამდე იმუშავებს, 23:00 საათიდან მგზავრობა უფასო იქნება
პოლონეთში 5 თვის ბავშვი, სავარაუდოდ, ცემის შედეგად დაიღუპა - დააკავეს ქართველი დედა, ეძებენ მამას
POLITICO: ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics