|
2025-10-04 19:58:14, 1237 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან აქციის დაშლა დაიწყეს
თბილისში, ათონელის ქუჩაზე, პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, სადაც აქციის მონაწილეები არიან შეკრებილები, პოლიციამ სპეციალური საშუალებების გამოყენება დაიწყო. საპოლიციო ძალები ცდილობს, წყლის ჭავლის გამოყენებას დემონსტრაციის დასაშლელად. წყლის ჭავლის გაშვებამდე, პოლიცია იყენებდა წიწაკის სპრეისაც - დემონსტრანტების გამაფრთხილებელი ხმა სპეციალური საშუალებების გამოყენებიდან რამდენიმე წუთის შემდეგ გაისმა. მხოლოდ ამის შემდეგ გაუშვეს ცრლემდენი გაზი. ტელევიზიების გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ ფიზიკურად ძალადობენ პოლიციელებიც და აქციის მონაწილეებიც. დემონსტრანტები ისვრიან გაურკვეველ ნივთებს. დემონსტრანტები პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან თავისუფლების მოედნიდან მივიდნენ, სადაც იყო შეკრების მთავარი ადგილი „ხელისუფლების მშვიდობიანად დასამხობად“. დაახლოებით 19:00 საათზე, მას შემდეგ რაც აქციის მონაწილეებს მოძრაობა „რუსთაველის გამზირს“ წევრმა, პაატა ბურჭულაძემ და მურთაზ ზოდელავამ მიმართეს, მოქალაქეები ათონელზე მდებარე პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობისკენ დაიძრნენ.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)