|
2025-10-04 19:53:10, 1042 ნახვა
პოლიტიკა
შსს უნდა დაემორჩილოს ხალხს - პაატა ბურჭულაძემ დეკლარაცია წაიკითხა
დედაქალაქში გრძელდება მოძრაობა „რუსთაველის გამზირის“ ორგანიზებული აქცია. მისმა ერთ-ერთმა ორგანიზატორმა პაატა ბურჭულაძემ დეკლარაციის ტექსტი წაიკითხა და დემონსტრანტებს მოუწოდა, მხარდაჭერა გამოეხატათ. „დღეს გვაქვს ისტორიული შანსი და ალბათ, ბოლო შანსი, რომ დავიბრუნოთ ჩვენი ქვეყანა. დღეს ისეთ დღეში ჩააგდო ჩვენი ქვეყანა, რომ ის გადასარჩენია და მიხარია, რომ ამდენი გულანთებული ადამიანი შევიკრიბეთ ერთად და უნდა გადავწყვიტოთ ამ ქვეყნის ბედი.. დღეს ისეთი დღეა, უნდა გავიმარჯვოთ... ამ წუთიდან, როგორც კი დეკლარაციას ხმას მივცემთ, ხელისუფლება გვეკუთვნის ჩვენ და არა ბიძინა ივანიშვილს“, - ამ სიტყვებით დაიწყო მიმართვა პაატა ბურჭულაძემ. დეკლარაციის ტექსტის მიხედვით, სახელმწიფო ინსტიტუტები აღარ გამოხატავს ქართველი ხალხის ნებას. მან დეკლარაციაში გამოყო სამი პუნქტი:
თითოეული ამ პუნქტის გაცნობის დროს დემონსტრაციაზე ისმოდა შეძახილები „ბოლომდე“. ამის შემდეგ პაატა ბურჭულაძემ თქვა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო უნდა დაემორჩილოს ხალხს. პაატა ბურჭულაძის შემდეგ დემონსტრანტებს მურთაზ ზოდელავამ მიმართა. მან თქვა, რომ „ჩავიბარებთ პრეზიდენტის სასახლის გასაღები“. ამის შემდეგ დემონსტრანტები ათონელის ქუჩაზე, ადმინისტრაციის შენობისკენ წავიდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)