|
2025-10-04 10:47:55, 888 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე ხმის მიცემისას - ზრდილობა ხომ არსებობს, ეთიკა ხომ არსებობს, მესმის, რომ არც ერთი გაგაჩნიათ,
ქართული ოცნების თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ არჩევნებზე ხმა მისცა. ის საარჩევნო უბანზე მარტო მივიდა. ხმის მიცემის შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ მშვიდობის შენარჩუნება ქვეყანაში - "ერთადერთ ძალას, ქართულ ოცნებას შეუძლია". კომენტარისას ის ამტკიცებდა, რომ ქვეყანაში დაცულია "სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება", ჟურნალისტის ჩაკითხვაზე კი, რაში გამოიხატება ეს, მას ზრდილობა დაუწუნა და კითხვებს არ უპასუხა. "სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება არის დაცული, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია... რაღაც ზრდილობა ხომ არსებობს, ეთიკა ხომ არსებობს, მესმის, რომ არც ერთი გაგაჩნიათ, არც მეორე, თუ მაცლით... კარგით, მადლობა", - თქვა მან. როგორც კახა კალაძემ ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა, ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც შეუძლია, ქვეყანაში მშვიდობა შეინარჩუნოს და დედაქალაქის განვითარება განაგრძოს, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოა".
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაშიზელენსკიმ „აღდგომის ზავის“ ფარგლებში ცეცხლის შეწყვეტის მზადყოფნა გამოაცხადა
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)