14:10 - 19 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-23 18:49:13, 1301 ნახვა

მსოფლიო
ბრიუსელის ტერაქტში ეჭვმიტანილი ნაჯიმ ლაშრუი დაკავებული არ არის

ბრიუსელში აეროპორტის თავდასხმაში ეჭვმიტანილი ისევ ძებნაშია, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

ბელგიის პროკურატურამ გამოძიების დეტალები დააზუსტა და მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, ნაჯიმ ლაშრუის დაკავება არ დაადასტურა. გამოძიება აეროპორტის ფოტოზე ასახული ორი პირის ვინაობის დადგენაზე მუშაობს.

დანამდვილებით ცნობილია, მხოლოდ ძმების ვინაობა და რომ ერთ-ერთმა თავი აეროპორტში, მეორემ კი მეტროში აიფეთქა.

პროკურორ ფრედერიკ ვან ლიოვის განცხადებით,  ბოლო მონაცემებით, ბრიუსელში განხორციელებული ტერაქტების შედეგად 31 ადამიანი დაიღუპა და 261 დაშავდა. მისივე თქმით, მთავარი ეჭვმიტანილი ნაჯიმ ლაშრაუი ამ დრომდე თავისუფალია.

რაც შეეხება ტერაქტში მონაწილე სხვა პირებს, პროკურორის განცხადებით, ბელგიის მეტროს სადგურ მალბეკში ჰალიდ ალ-ბაკრაუიმ თავი აიფეთქა, მისმა ძმამ ბრაჰიმ ალ-ბაკრაუიმ კი აეროპორტში ე.წ. შაჰიდის ქამარი აამოქმედა.

პროკურატურის ცნობით, ნაპოვნია კომპიუტერი, სადაც აღმოჩენილია მიმოწერა, სავარაუდოდ იმ პირებს ეკუთვნით,  რომლებიც არიან კავშირში დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოსთან“.

„ეჭვმიტანილი, რომელიც ფოტოზე ორ მამაკაცს შორის დგას ტერორისტთაგან ერთ-ერთია და მისი ვინაობა თითის ანაბეჭდებით დავადგინეთ. ის ბრიუსელში დაბადებული იბრაჰიმ ელ ბაქრაუია მეორე კამიკაძის ვინაობა, რომელიც მარცხნივ დგას უცნობია. მესამე ეჭვმიტანილი ღია ფერის ქურთუკში, გაქცეულია. სანაგვე ურნაში გამომძიებლებმა კომპიუტერი იპოვეს, სადაც იბრაჰიმის ჩანაწერებია იმის შესახებ, რომ ყველგან ეძებდნენ და ფიქრობდა, რომ ბოლოს საკანში აღმოჩნდებოდა. რაც შეეხება მეტროში განხორციელებულ ტერაქტს - აფეთქება ვაგონში მოხდა და ის იბრაჰიმის ძმამ ხალიდამ მოაწყო. ორივეს კრიმინალური წარსული ჰქონდა, მაგრამ მათ მიერ ჩადენილი დანაშაული ტერორიზმთან დაკავშირებული არ იყო“, - განაცხადა ბელგიის მთავარმა პროკურორმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საერთაშორისო გამჭვირვალობა - - ვახო სანაია ისჯება ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ რეჟიმის მხილების, პრინციპული პოზიციისა და საქართველოს ევროპული მომავლისთვის ბრძოლის გამო
ზურაბიშვილი ვახო სანაიაზე - საქართველო მოსკოვის სცენარს სიტყვასიტყვით იმეორებს
საქართველოს ექსპორტი $6.1 მილიარდამდე გაიზარდა - პირველ ადგილზეა მსუბუქი ავტომობილები
ჟურნალისტ ვახო სანაიას სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტის გამო 30-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics