2016-03-23 16:49:09, 612 ნახვა
ეკონომიკა
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში მცირედით ისევ გაუფასურდა
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში მცირედით ისევ გაუფასურდა.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი ხვალ, 2.3062 ლარი ეღირება, დღეს კი, მისი შეძენა 2.2954 ლარად არის შესაძლებელი. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0108 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, ოფიციალური კურსით, 1 ევრო ხვალ, 2.5795 ლარი ეღირება, დღეს კი, მისი ღირებულება 2.5738 ლარს შეადგენს. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0057 ლარი შეადგინა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან