|
2025-09-29 16:45:55, 1614 ნახვა
სამართალი
პროკურატურამ გამოძიება დაიწყო „ლელოს“ მიერ გავრცელებული აუდიოჩანაწერის გამო.
საქართველოს პროკურატურამ გამოძიება დაიწყო „ლელოს“ მიერ გავრცელებული აუდიოჩანაწერის გამო. პროკურატურამ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რომ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 162-ე პრიმა მუხლით. „ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება. გამოძიების ფარგლებში, ასევე დაიკითხება აუდიოჩანაწერში ნახსენები პირი“, - განუცხადეს პროკურატურამ „ინტერპრესნიუსს“. ცნობისთვის, კოალიცია „ლელო - ძლიერი საქართველო“ აქვეყნებს აუდიოჩანაწერს, რომელიც, მათივე ინფორმაციით, ადასტურებს კოალიციის ერთ-ერთი მაჟორიტარი კანდიდატის მიმართ ზეწოლის, ძალადობის გამოყენების, მუქარისა და მოსყიდვის მცდელობას, „რის შედეგადაც მან მოხსნა თავისი კანდიდატურა“. როგორც „ლელო - ძლიერი საქართველო“-სა და „გახარია საქართველოსთვის“-ს მერობის ერთობლივმა კანდიდატმა ირაკლი კუპრაძემ დღევანდელ ბრიფინგზე აღნიშნა, კიზილაჯლოში „ლელო - ძლიერი საქართველო“-ს მაჟორიტარი კანდიდატის მიმართ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და ადგილობრივი პოლიციის ჩართულობით ზეწოლა ხორციელდებოდა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)