|
2025-09-29 15:10:33, 1635 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, „თერმოინდუსტრიამ“ ახალი შოურუმი „ბუდე პლუსი“ გახსნა
საქართველოს ბანკი, პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას განაგრძობს. ამჯერად, ბანკთან თანამშრომლობით, კომპანია თერმოინდუსტრიამ ახალი შოურუმი „ბუდე პლუსი“ გახსნა. პროექტის ჯამური ღირებულება 8 მლნ. ლარია, საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიცია კი 5.5 მლნ. ლარს შეადგენს, რაც ფართის შეძენას და სარემონტო სამუშაოებს მოხმარდა. აღნიშნული პროექტი თბილისში, გ.ამილახვრის #1-ში, 10,000 კვ.მ ფართობზე განხორციელდა და ის შოურუმს, სასაწყობე სივრცესა და საოფისე ფართებს აერთიანებს. შოურუმში წარმოდგენილია გათბობა-გაგრილების, მზის სისტემებისა და ჭკვიანი სახლის პრემიუმ ხარისხის პროდუქცია. მომხმარებლებს შოურუმში ისეთი ექსკლუზიური ბრენდები დახვდებათ, როგორიცაა: ვისმანი, იტალთერმი, ისიეი და 80-ზე მეტი სხვა ბრენდი. „საქართველოს ბანკისთვის პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერა წლებია უცვლელი პრიორიტეტია. ჩვენმა დიდი ხნის პარტნიორმა კომპანია თერმოინდუსტრიამ, ბანკის მხარდაჭერით, დღეს კიდევ ერთი, ახალი შოურუმი - ბუდე პლუსი გახსნა. მიმაჩნია, რომ ეს კომპანიას ბაზარზე კონკურენტული უპირატესობის მოპოვების შესაძლებლობას მისცემს. ჩვენ წლებია ვპარტნიორობთ და ძალიან ვამაყობთ ამ თანამშრომლობით, რადგან კომპანია მუდმივად ცდილობს უფრო მეტად განვითარდეს, გაძლიერდეს და ახალი სამუშაო ადგილები შექმნას. მინდა წარმატებები ვუსურვო მათ, ჩვენ კი ვაგრძელებთ ბიზნესების გაძლიერებას და მათი ინიციატივების მხარდაჭერას”, - განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა, ალექსანდრე წულუკიანმა.
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)