16:44 - 18 Oct, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-09-28 12:43:21, 1473 ნახვა

განგსტერულად - როგორ ურჩევდნენ საქმეს საპატრიარქოში არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილს

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ეხმაურება TV პირველის შაბათის ეთერში გასულ აუდიოჩანაწერს, სადაც ისმის საპატრიარქოში შემდგარი საუბარი რამდენიმე სასულიერო პირს შორის. საუბარში მონაწილეობენ თავად მამა ანდრია ჯაღმაიძე, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი და დეკანოზი იოანე გორელიშვილი. 

როგორც ანდრია ჯაღმაიძე წერს, ჩანაწერის გაკეთება დოროთე ყურაშვილმა თავად ითხოვა. 

"საპატრიარქოში შეხვედრის ჩაწერა მოსვლისთანავე ითხოვა მამა დოროთემ, არ გვითქვამს უარი და არც გვიკითხავს რაში დასჭირდებოდა ეს.

და ტვ პირველი არ ასახელებს, ვინ მიაწოდათ ჩანაწერი" - წერს ჯაღმაიძე.

TV პირველმა გამოაქვეყნა ქვემო ბეთლემის მაცხოვრის შობის ტაძრის წინამძღვრის, დოროთე ყურაშვილისა და სამი სასულიერო პირის - მამა მიქაელ ბოტკოველის, ანდრია ჯაღმაიძის და იოანე გოგორელიშვილის - საპატრიარქოში შემდგარი შეხვედრის აუდიო ჩანაწერი, სადაც სასულიერო პირებმა, მამა დოროთე ყურაშვილი საპროტესტო აქციებსა და სინდისის პატიმრებზე გაკეთებულ განცხადებებზე, ინტერვიუებსა და ქადაგეგბებზე ახსნა-განმარტებისთვის დაიბარეს

შაბათის ეთერის ცნობით, ჩანაწერი 16 სექტემბერს, საპატრიარქოს შენობაში, მეორე სართულზეა გაკეთებული. 

გთავაზობთ ტვ პირველის მიერ გავრცელებულ აუდიო ჩანაწერს სრულად:  

[მიქაელ ბოტკოველი] - ახლა ხელისუფლებასთან მიმართებაში განცხადებებს აკეთებ გასაგებია, სხვებიც აკეთებენ, ერთი ერთ მხარეს აკეთებს, მეორე მეორე მხარეს - ეს გასაგებია.

აქ, მამა დოროთე საკითხი არის ასე - რაღაცნაურად მე მეჩვენება, თუ ყველას არ მგონია გვეჩვენებოდეს, რომ "საკუთარა მე"-ს აყენებ ყოველთვის წინ, რომ შენ ხარ ერთადერთი არა რამდენიმეს შორის, რომელიც სიმართლეს ამბობ და ეს არის ჭეშმარიტება რასაც შენ ლაპარაკობ და სხვები, დანარჩენები აქ "ბუმბულს ვარჩევთ" 

[მამა დოროთე ყურაშვილი] - არ მითქვამს თქვენზე არაფერი. 

[მიქაელ ბოტკოველი] - ჩემზე შეიძლება პირადად არ გითქვიათ 

[მამა დოროთე ყურაშვილი] - მე რასაც ვამბობ, თუ ის სწორია რაც ვთქვი, ეგ შეცდომა არ არის - მე პასუხისმგებელი ვარ ჩემს ნათქვამზე. 


[ანდრია ჯაღმაიძე] - ისე გამოდის, რომ სხვა საძმოს წევრებს, ჩვენ ხო ძმები ვართ? თითქოს მორალურად აკნინებ, რომ "მარტო მე ვამბობ სიმართლეს] 

[მამა დოროთე ყურაშვილი] - არ მითქვამს, რომ მარტო მე ვამბობ, ვის ვაკნინებ? 

[მამა ანდრია ჯაღმაიძე] - სასულიერო პირების დიდი ნაწილი არის შეურაცხყოფილი იმის გამო, რომ თქვენ მეტრი დააყენეთ "ვინც ახლა სიმართლეს არ ლაპრაკობს, ესე იგი, გამბედაობა არ ჰყოფნის და კაცობა არ ჰყოფნის". 

[მამა დოროთე ყურაშვილი] - დიახ. 

[ანდრია ჯაღმაიძე] - რომ მეთანხმებით, მაგას გეუბნებით, რომ შეურაცხყოფას რატომ გვაყენებთ? 

[დოროთე ყურაშვილი] - არ გაყენებთ შეურაცხყოფას, თქვენ შეგიძლიათ თქვენი სიტყვა თქვათ. 

[ანდრია ჯაღმაიძე] - მე თუ გამოვალ და ვიტყვი ჩემს სიტყვას, მე არ ვიტყვი, რომ იქ ვიღაცები "არასწორად ამბობენ". 

[მამა დოროთე ყურაშვილი] - რატომ არ თქვით არცერთ მღვდელზე, როცა მე სახელით არ მითქვამს და ჩემზე ამბობენ სახელით


[...]

[მიქაელ ბოტკოველი] - შენ ლაპარაკობ ისეთ მტკიცებით ფორმაში, რომ "ის, რასაც დღევანდელი ოპოზიცია ამბობს, არის აბსოლუტური სიმართლე, ჩვენ შეიძლება სხვანაირად ვფიქრობთ, მამაო. 

[მამა დოროთე ყურაშვილი] - თუ ოპოზიცია რასაც ამბობს ტყუილია, გამოდით და უთხარით, "თქვენ ცდებით"

[მიქაელ ბოტკოველი] - რა ვუთხრა ახლა? რა ჩემი საქმეა მაგათ ველაპარაკო. მე მაგალითად, არ ვარ დარწმუნებული, რომ არჩევნები გაყალბდა, მე დარწმუნებული ვარ, რომ არჩევნები "ქართულმა ოცნებამ" მოიგო 

[მამა დოროთე ყურაშვილი] - ეს ხომ თქვენი პოზიციაა? 

[მიქაელ ბოტკოველი] - ჩემი პოზიციაა. 

[დოროთე ყურაშვილი] - მერე თქვით 

[მიქაელ ბოტკოველი] - რატომ უნდა ვთქვა, ეს ჩემი საქმე არ არის. 

[ანდრია ჯაღმაიძე] - ამაშია მამაო საქმე [მიმართავს მამა დოროთე ყურაშვილს] 

[მამა დოროთე ყურაშვილი] - 2012-ში იყო ჩვენი საქმე? 

[მიქაელ ბოტკოველი] - ჩვენი საქმე ღვთის სიტყვის ქადაგებაა, ადამიანებთან მიტანა, ლიტურგიის აღსრულება, საზოგადო მსახურება.

[მამა დოროთე ყურაშვილი] - ღვთის სიტყვა არ არის "მოექეცი სხვას ისე, როგორც გინდა მოგექცნენ შენ"? უსამართლობაზე პასუხის გაცემა არ არის ღვთის სიტყვა? 

[ანდრია ჯაღმაიძე] - მამაო, აქ სხვა რამეზეა ლაპარაკი, გაეცი პასუხი ვისაც გინდა, ოღონდ სხვა სამღვდელოებას ნუ შეეხები და ნუ წაუკითხავ მორალს.

[...]

[მამა დოროთე ყურაშვილი] - არაკოლეგიალურობაა, როდესაც... 

[ანდრია ჯაღმაიძე] - თქვენგან არის პირველ რიგში არაკოლეგიალურობა 

[მამა დოროთე ყურაშვილი] - [...] როდესაც ხმამაღლა მღველმთავარი მწვალებლობაში მამხელს. 

[ანდრია ჯაღმაიძე] - მწვალებლობაზე ვინ გელაპარაკებათ? 

[მამა დოროთე ყურაშვილი] - ვინ მელაპარაკება და მეუფე სტეფანე [ჭყონდიდის მიტროპოლიტი], 4 თვეა მწვალებლობას მაბრალებს და თქვენ ეთანხმებით

[ანდრია ჯაღმაიძე] - თქვენ დაელაპარაკეთ მეუფე სტეფანეს. 

[მამა დოროთე ყურაშვილი] - მე რატომ უნდა დაველაპარაკო, მეუფე სტეფანე არ არის ჩემი ეპისკოპოსი, მამაო, კანონიკა ისწავლეთ. 

[იოანე გორელიშვილი] - კანონიკურად, მაშინ სინოდი მიხედავს მეუფე სტეფანეს.

[მამა დოროთე ყურაშვილი] - მეუფე სტეფანეს უნდა მიხედოს ჩემმა პატრიარქმა, ჩემმა ეპისკოპოსმა. 

[...] მამა ალექსანდრე გალდავა ხომ გამოვიდა და თქვა, რომ "ამაზრზენია ამაზე საუბარიო", თქვენი გუნდის წევრია - გამოვიდა და სახალხოდ მაგინა, რატომ არ დაიბარეთ? 

[ანდრია ჯაღმაიძე] - გინება არ იყო ეგ. 

[მამა დოროთე ყურაშვილი] - გინება იყო და მე სახალხოდ არცერთი თქვენგანის სახელი...

[ნდრია ჯაღმაიძე] - რა შენიშვნა უნდა მივცე?




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
19 ოქტომბერს, რუსთაველის გამზირზე მოძრაობა შეიზღუდება
რუსეთში ქალების 60% და მამაკაცების 81% პირველ პაემანზე ინტიმურ ურთიერთობას უშვებს.
ტრამპმა ზელენსკისთან შეხვედრაზე უკრაინისთვის „ტომაჰავკის“ ტიპის რაკეტების მიყიდვაზე უარი თქვა - Axios
პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ორი პირი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი