|
2016-03-23 15:15:47, 543 ნახვა
საზოგადოება
მებაჟე ოფიცრებმა მედიკამენტების კანონდარღვევით შემოტანის ფაქტები „კარწახსა“ და „ვალეში“ გამოავლინეს
ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტების უკანონო შემოტანის რამდენიმე მცდელობა გამოავლინეს მებაჟე ოფიცრებმა საბაჟო გამშვებ პუნქტზე „კარწახი“. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, კერძოდ, თურქეთის რესპუბლიკის მხრიდან შემოსულირანის რესპუბლიკის მოქალაქე ს.ბ.-ს ხელბარგში ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი„ACETAMINOPHEN CODEINE“ უპოვეს, ასევე ირანის რესპუბლიკის მოქალაქე ლ.ა.-ს - ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი „DIFENOKSILATE“, ხოლო ირანის რესპუბლიკის მოქალაქე მ.ზ.-ს - ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი „ACETAMINOPHEN CODEINE“ და ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები „ALPRAZOLAM“ და „ADULT COLD“ - სულ 27,5 აბი. მათივე ინფორმაციით, აღნიშნული საქმეები შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა შსს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტს. ანალოგიური ფაქტები გამოვლინდა იმავე დღეს საბაჟო გამშვებ პუნქტზე „ვალე“. ამ შემთხვევებშიც ირანის რესპუბლიკის მოქალაქეების ა.ა.-ისა და ე.ს.ტ.-ის ბარგის ეჭვის საფუძველზე დათვალიერებისას, შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები „EXIR“ და „ACETAMINOPHEN CODEINE“- სულ 20 აბი - აღმოაჩინეს.ორივე საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა შსს ადიგენის რაიონულ სამმართველოს.
ინაშვილი - ჩუბინიძის დაკავება აღიქმება, რომ ყველას დავიჭერთ, ვისაც კობახიძე არ მოსწონს
ნიკა გვარამია - პარტიები კი არა, პოლიტიკა უქმდება და ყველა ცვლილების არხი იხშობა - ხვალ, თსუ-ის პირველ კორპუსთან, ვიწყებთ პროტესტის
გურამ დადიანიძის საქმეზე დღეს შსს-სთან აქცია გაიმართა
თბილისში, სკოლაში ძალადობის ორგანიზების ბრალდებით ორი არასრულწლოვანი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)