02:32 - 19 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-09-25 11:56:51, 2304 ნახვა

კომენტარი
ივანიშვილის დეპუტატი - ჩვენ ვართ შემდგარი, დამოუკიდებელი სახელმწიფო

ჩვენ ვართ შემდგარი, დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფო, შესაბამისად, როდესაც რიგი ელჩები ასე ღიად და თავხედურად ერევიან ჩვენს შიდა საქმეებში, ახალისებენ ძალადობას, ხელს უწყობენ პოლარიზაციის გაღვივებას, ფოტოსესიებს ატარებენ ისეთ აქტივისტებთან, რომლებიც გამოირჩევიან რადიკალიზმით და ფაშისტური მიდგომებით, მნიშვნელოვანია რაღაც ნაბიჯის გადადგმა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.

„ჩვენ ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში ვრჩებით იმ ქვეყნებთან, რომლებსაც ეს ელჩები წარმოადგენენ. შესაბამისად, გავაგრძელებთ ცალმხრივი მეგობრობას რეჟიმში ყოფნას, ვინაიდან ელჩი დღეს არის, ხვალ არ იქნება, კონკრეტული ევრობიუროკრატი დღეს არის, ხვალ არ იქნება, მაგრამ ხალხებს შორის ურთიერთობა უნდა გაგრძელდეს. ბატონ ფიშერთან დაკავშირებით პირველი დავიწყებ იმით, რომ მამუკა ხაზარაძის მდგმურია, აქ უკვე ცალსახად იკვეთება პოლიტიკური კორუფციის ნიშნები. იგი პოზირებს ისეთ ბანერებთან, სადაც წერია სიტყვა მონა, დადის სასამართლო პროცესებზე, რომ მოსამართლეებზე ზეწოლა მოახდინოს, აგულიანებს ყველაზე რადიკალურ, ექსტრიმისტ დემონსტრანტებს და ა. შ. ანუ აღვივებს პირდაპირ პოლარიზაციას ჩვენ ქვეყანაში და თავი რაღაცად წარმოუდგენია. ისეთ ნაბიჯებს დგამს და ისეთი რიტორიკით საუბრობს, რომ პირდაპირ ოპოზიციური პარტიის წევრად შეგვიძლია, წარმოვიდგინო. დაბარება იყო აუცილებელი, თუმცა აქვე ხაზს გავუსვამ, რომ რაღაც რადიკალური ნაბიჯები ჩვენი მხრიდან გადადგმული არ იქნება. ჩვენ გრძელვადიან პერსპექტივაში ვუყურებთ ქვეყნებთან მეგობრობას და ვიცით, რომ ეს ელჩები და ევრობიუროკრატები დროებით არიან და მოვა დრო, როდესაც გაჯანსაღდება სიტუაცია თვითონ ევროკავშირის ქვეყნებში, მმართველ რგოლს ვგულისხმობ და აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვინდა, რომ ხიდები დავწვათ კონკრეტულ ქვეყნებთან“, – განაცხადა მაჭავარიანმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კინოპროდიუსერი და კინოთეატრების ქსელ კავეას ხელმძღვანელი ოთარ ბუბაშვილი გარდაიცვალა
მარინ ლეპენი დემოკრატიის საფრთხის შესახებ აფრთხილებს და მაკრონის მთავრობას აკრიტიკებს
ფასების ზრდის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები: მილანში 50 ადამიანი დააკავეს, შეტაკებები ტურინსა და ბოლონიაშიც
თურქ მომღერალ ილიას იალჩინტაშს ნარკოტიკებთან დაკავშირებულ საქმეში მინიმუმ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics