20:20 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-07 23:56:38, 1716 ნახვა

პოლიტიკა
ოპოზიციის მხარდამჭერ სამუკა დარჩიას ისევ ემუქრებიან - მარტში მომხდარი თავდასხმის შემდეგ მისი ჯანმრთელობა გაუარესდა

ოპოზიციის მხარდამჭერის, სამუკა დარჩიას მიმართ მუქარა და ზეწოლა გრძელდება. პოლიტიკური ნიშნით თავდასხმა, რა დროსაც დარჩიას მძიმე ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს, მიმდინარე წლის 7 მარტს მოხდა, თუმცა დაკავებული ამ დრომდე არავინ არ არის. დარჩია ამბობს, რომ მიყენებული
დაზიანებების შედეგად, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა როგორც ფიზიკური, ისე ფსიქოლოგიური თვალსაზრისით გაუარესებულია. კერძოდ, გარკვეული ორგანოების ფუნქციონირება მოშლილია,
ომი უკრაინაში Uნიან - რუს ბავშვებს უნერგავენ სიძულვილს უკრაინელების მიმართ და ამართლებენ რუსეთის ფედერაციის მიერ დაწყებულ სისხლიან ომს აღენიშნება მძიმე დეპრესია.

"მომხდარის გამო, როგორც ექიმები ამბობენ, შფოთვითი აშლილობა ჩამომიყალიბდა. ღამით
გადაადგილებისგან თავს ვიკავებ, რადგან შიში მაქვს, მგონია, რომ ვინმე ისევ თავს დამესხმება, რადგან
მუქარები ამ დრომდე არ შეწყვეტილა", - თქვა სამუკა დარჩიამ.
მისივე თქმით, მუქარის შემცველი მესიჯებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო,
იძულებული გახდა, სამუშაო ადგილი დაეტოვებინა.
"ჩემი სამუშაო ადგილი კარგად არის ცნობილი იმ პირებისთვის, რომლებმაც თავდასხმა
განახორციელეს. დაკავებული არავინაა, ამიტომ იქ თავს უსაფრთხოდ ვეღარ ვგრძნობდი", - თქვა
დარჩიამ.
შეგახსენებთ, სამუკა დარჩიას 7 მარტს, იმ დროს დაესხნენ თავს, როდესაც ის სამსახურებრივ
მოვალეობას ასრულებდა და კომპანიის ოფისიდან საწყობში შემოწმების მიზნით ჩადიოდა. უცნობმა
პირმა მას თავში ბლაგვი საგანი ჩაარტყა, რის შემდეგაც დარჩია დაეცა. როგორც დარჩია ამბობს,
თავდამსხმელმა მას ფიზიკური ანგარიშსწორებისას რამდენჯერმე უთხრა, რომ "ნაცები", ანუ
"ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებაში ვეღარ მოვა და რომ ისინი (ოპოზიცია) "უფრო მეტის
ღირსები არიან".





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
9 აპრილის მემორიალთან დაკავებულ მოქალაქეს 10-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
ზაზა ფაჩულია რაჭაში სადმელი ჰესს ააშენებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics