20:20 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-08 22:04:00, 1384 ნახვა

პოლიტიკა
“სასწორზე ჩემი სიცოცხლეა” - სამუკა დარჩიამ ქვეყანა დატოვა

სამოქალაქო აქტივისტმა სამუკა დარჩიამ, რომელსაც მიმდინარე წლის მარტში, თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ, ქვეყანა დატოვა. ამასთან დაკავშირებით დარჩია “ექსპრესნიუსისთვის” გამოგზავნილ წერილში საუბრობს.

დარჩია განმარტავს, რომ ამ გადაწყვეტილების მიღების მიზეზი მის მიმართ ძალოვანი უწყების თანამშრომლების მხრიდან ფსიქოლოგიური ტერორი და სიცოცხლის მოსპობის მუქარა გახდა.  

“მეგობრებო, ჩემო თანამოაზრეებო და გულშემატკივრებო, სამწუხაროდ დადგა ის დღეც, როცა ამ სრულად დეგრადირებულმა არაადამინებმა საწადელს მიაღწიეს. გაუთავებელი რეპრესიების პრობლემების და მოყენებული ზიანის შემდეგ, მიწევს, რომ ქვენაყანა დავტოვო. ძალიან მიმძიმს ამ გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ სასწორზე ჩემი სიცოცხლეა. სიცოცხლე, რომელსაც წესით პოლიცია უნდა იცავდეს, თუმცა სამწუხაროდ, სწორედ მათი მხრიდან ვიღებ მუქარებს, რომ გამაქრობენ და ჩემს გვამსაც ვერავინ იპოვის. მაშანტაჟებენ პირადი ცხოვრების საიდუმლოს გამჟღავნებით, ყველანაირი ბინძური ხერხით მებრძვიან იმის გამო, რომ უსამართლობას ყოველთვის ხმამაღლა ვებრძოდი! იმედია გამიგებთ და მაპატიებთ, ძალიან ძნელია ამ ყველაფრის გააზრება, მაგრამ სამწუხაროდ, ამ ფაქტის წინაშე დავდექით არამარტო მე არამედ ჩემი თანამოაზრეების უმრავლესობა. ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ ბრძოლას და ამ ომში აუცილებლად გავიმარჯვებთ”, - წერს სამუკა დარჩია. 

შეგახსენებთ, სამუკა დარჩიას 2022 წლის 7 მარტს, თბილისში, ანდრეა აფაქიძის ქუჩაზე პოლიტიკური ნიშნით დაესხნენ თავს. ფიზიკური ანგარიშსწორების შედეგად მან მრავლობითი დაზიანებები მიიღო. არაერთი მიმართვის მიუხედავად, პოლიციას საქმეზე არავინ გამოუკითხავს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ გამოძიება ფორმალურადაც კი არ ჩატარებულა. ამის პარალელურად, დარჩია მუდმივად საუბრობდა იმაზე, რომ პოლიციის თანამშრომლები მას ემუქრებოდნენ და ეუბნებოდნენ, რომ ხელისუფლების კრიტიკა უნდა შეეწყვიტა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
9 აპრილის მემორიალთან დაკავებულ მოქალაქეს 10-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
ზაზა ფაჩულია რაჭაში სადმელი ჰესს ააშენებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics