|
2025-09-23 16:21:12, 1476 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს ბანკის მობილბანკში ზუგდიდი მოლის ციფრული სასაჩუქრე ბარათი უკვე ხელმისაწვდომია
საქართველოს ბანკი ციფრული სერვისების განვითარებასა და რეგიონებში სამომხმარებლო გამოცდილების გაუმჯობესებას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, საქართველოს ბანკის მობილბანკს კიდევ ერთი სიახლე დაემატა – აპლიკაციაში ზუგდიდი მოლის ციფრული სასაჩუქრე ბარათების შეძენა უკვე შესაძლებელია. სასაჩუქრე ბარათის გაგზავნა მობილბანკიდან მომენტალურადაა შესაძლებელი და ამისათვის მხოლოდ ადრესატის მობილურის ნომრის მითითებაა საჭირო. მომხმარებელს ასევე აქვს შესაძლებლობა, პერსონალურად შეარჩიონ ბარათის დიზაინი და დაამატონ მისალოცი ტექსტი, რითაც კიდევ უფრო განსაკუთრებული გახადონ საჩუქარი. აღსანიშნავია რომ ვაუჩერის გამოყენება შესაძლებელია ზუგდიდი მოლში მდებარე ყველა ობიექტში. „მობილბანკში ციფრული სასაჩუქრე ბარათების არჩევანი იზრდება. ჩვენი მიზანია, მომხმარებლებს სწრაფი, მარტივი და მრავალფეროვანი ციფრული სერვისები და პროდუქტები შევთავაზოთ. „ზუგდიდი მოლი“-ს ციფრული ბარათის ინტეგრაციით, მომხმარებლებს შესაძლებლობას ვაძლევთ, საყვარელ ადამიანებს მრავალფეროვანი არჩევანი შესთავაზონ. რაც მთავარია, ჩვენ არ ვჩერდებით და რეგიონში კიდევ არაერთ შესაძლებლობას გავუზიარებთ ჩვენს მომხმარებლებს“ – აცხადებენ საქართველოს ბანკში. ბარათის დამატება ციფრულ საფულეშია (Wallet) შესაძლებელი. მომხმარებელი ბარათის გაგზავნას ნებისმიერ ადამიანთან შეძლებს, იმის მიუხედავად, სარგებლობს თუ არა იგი საქართველოს ბანკის მობილბანკით. გადმოწერე მობილბანკი და გააგზავნე ზუგდიდი მოლის ციფრული სასაჩუქრე ბარათები მარტივად.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)