|
2025-09-23 15:16:18, 1276 ნახვა
ეკონომიკა
თიბისიმ შშმ პირთა ჩართულობის მხარდაჭერისთვის აზიის განვითარების ბანკის ჯილდო მოიპოვა
თიბისი გახდა პირველი კომპანია საქართველოში, რომელმაც მიიღო აზიის განვითარების ბანკის (ADB) „ვაჭრობისა და მიწოდების ჯაჭვის მე-11 დაჯილდოების“ ჯილდო ნომინაციაში „ჩემპიონი შშმ პირთა ჩართულობის მხარდაჭერაში“. საერთაშორისო აღიარება ხაზს უსვამს თიბისის სტრატეგიულ ხედვას, რომელიც აერთიანებს მრავალფეროვნების, თანასწორობისა და ჩართულობის პოლიტიკას, ადამიანის უფლებების პოლიტიკას და შესაბამის პრაქტიკულ ნაბიჯებს. განსაკუთრებით აღსანიშნავია აზიის განვითარების ბანკთან (ADB) თანამშრომლობით განხორციელებული პროექტი, რომლის ფარგლებშიც:
თიბისიში პროექტის განხორციელება გრძელდება და ეტაპობრივად გავრცელდება ყველა შერჩეულ მიმართულებაზე. შშმ პირთა ჩართულობა გახდა კომპანიის 2025–2027 წლების ESG სტრატეგიის ერთ-ერთი საკვანძო მიზანი, რომელიც დამტკიცებულია დირექტორთა საბჭოს მიერ. „ჩვენთვის საამაყოა, რომ თიბისიმ მიიღო ჯილდო შშმ პირთა ჩართულობის ხელშეწყობისთვის. აქტიურად ვმუშაობთ ამ მიმართულებით, ვთანამშრომლობთ სხვადასხვა კომპანიასთან და პარტნიორთან, მათ შორის აზიის განვითარების ბანკთან. სწორედ ერთობლივი პროექტის ფარგლებში შევქმენით სამოქმედო გეგმა, რომელიც მიზნად ისახავს შშმ პირების ჩართულობის გაძლიერებას ყველა ძირითადი მიმართულებით ბანკში. ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ თანასწორი, მრავალფეროვანი და სხვადასხვა საჭიროებების მქონე ადამიანებზე მორგებული გარემოს შექმნას, როგორც ჩვენი თანამშრომლებისთვის, ასევე მომხმარებლებისთვის“ - მაკა ბოჭორიშვილი, გარემოს დაცვის, სოციალური და მმართველობის საკითხების განყოფილების კოორდინატორი.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)