14:49 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-09-23 13:45:23, 38861 ნახვა

კულტურა
ბაზისბანკი წარმოგიდგენთ საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს „თბილისური ბროწეულები“

ბაზისბანკის ოფიციალური მხარდაჭერით, 25-დან 28 სექტემბრის ჩათვლით, სანდრო ახმეტელის სახელობის თეატრი უმასპინძლებს საერთაშორისო კამერული და მონოსპექტაკლების ფესტივალს – „თბილისური ბროწეულები“.

ფესტივალი ეძღვნება რეჟისორ სერგო ფარაჯანოვის შემოქმედებით მემკვიდრეობას და გაიხსნება ახმეტელის თეატრის სპექტაკლით „აღსარება - მე, სერგო ფარაჯანოვი“, რომელიც ასახავს ფარაჯანოვის შთამბეჭდავ და მრავალმხრივ შემოქმედებით გზას.

თბილისური ბროწეულები წელს განსაკუთრებით გამორჩეულია ჟანრობრივი მრავალფეროვნებითა და საერთაშორისო მასშტაბით. ოთხდღიანი პროგრამა მოიცავს როგორც მონოლოგურ წარმოდგენებსა და კამერულ დადგმებს, ასევე ქორეოგრაფიულ სპექტაკლებს. მაყურებელს  შესაძლებლობა ექნება გაეცნოს მსოფლიო თეატრალურ სივრცეში აღიარებული რეჟისორებისა და არტისტების ნამუშევრებს.

ფესტივალი წელს 7 ქვეყნის წარმომადგენლებს უმასპინძლებს ლიეტუვადან, ამერიკიდან, ისრაელიდან, რუმინეთიდან, გერმანიიდან, ესპანეთიდან და საქართველოდან. ფესტივალის ფარგლებში თბილისს ესტუმრებიან ისეთი მნიშვნელოვანი სახელოვნებო ფიგურები, როგორებიც არიან ლიეტუველი რეჟისორი – ოსკარას კორშუნოვასი და გერმანელი ქორეოგრაფი რაინერ ბერი, პინა ბაუშის თეატრის მოცეკვავე და თანამედროვე ცეკვის ერთ-ერთი გამორჩეული ხმა, რომელიც ფესტივალზე წარსდგება რეჟისორისა და შემსრულებლის ამპლუაში, რაც პროგრამას განსაკუთრებულ მნიშვნელობასა და ემოციურ მუხტს სძენს.

„თბილისური ბროწეულები“ თეატრალური ხელოვნების მოყვარულებს უნიკალურ შესაძლებლობას სთავაზობს ეზიარონ საერთაშორისო სცენის საუკეთესო ნამუშევრებს.

ფესტივალის პროგრამის და ბილეთების შესახებ ინფორმაციას გაენობით აქ

 





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ხარკოვის ოლქში რუსეთის სარაკეტო დარტყმას 10 ადამიანი ემსხვერპლა 17 კი დაშავდა
ჩხუბი ბათუმის ბულვარში - დაჭრილია 2 ადამიანი
ნიკა გვარამია - „ნდობის აღდგენა“ სრულიად ფუჭი სიტყვებია და მის უკან არავითარი პოლიტიკური შინაარსი არ დგას
კობახიძის ინფორმაციით, გუშინდელი მდგომარეობით, აფხაზეთში დაახლოებით 680 ტონა საწვავი იყო შეტანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics