|
2016-03-23 11:23:28, 1212 ნახვა
სპორტი
თსუ-ს თვითმართველობის „12+2 ოქროს ხმა“-ანუ როგორ იმართება ირიბად თსუ-ს თვითმართველობა (სტატია)
საინფორმაციო სააგენტო "ექსპრესნიუსი" თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესების შესახებ, თსუ-ს ასოცირებული პროფესორის (მოწვეული) ლია კვარაცხელიას წერილს გთავაზობთ, სადაც დეტალურადაა ახსნილი, თუ როგორ იმართება ირიბად უნივერსიტეტის თვითმართველობა. სტატიას, რომელიც ლია კვარაცხელიამ "ექსპრესნიუსს" მიაწოდა, უცვლელად ვაქვეყნებთ: თსუ-ში მიმდინარე მოვლენების ფონზე უკვე აშკარაა, რომ უნივერსიტეტში კლანური დაჯგუფება არსებობს. დაპირისპირება უკავშირდება სადავეებს, საიდანაც უნდა განიკარგოს 70 მილიონი. ნუ გვავიწყდება, რომ ეს უზარმაზარი თანხაა და ბუნებრივია, მის უკან მდგარი ძალები სამკვდრო -სასიცოცხლოდ იბრძვიან პოზიციების შესანარჩუნებლად. პაპავა მედგარი და უშიშარი აღმოჩნდა ე. წ. „ობობას ქსელში“ გაბნეული შხამიანი „პრიმიტების“ წინაააღმდეგ. ძნელია (წარმოუდგემნელიც კი) მათი მხრიდან დათმონ ზემოთხსენებული თანხა, რომელიც ირიბად თუ პირდაპირი გზით წლებია იმართება თვითმართველი სტუდენტები 12 +2 ხმით; კონკრეტულად, ჩვენს შემთხვევაში, პირველ ეტაპზე თსუ-ს აკადემიური საბჭო 14+1 ხმით ირჩევს ადმინისსტარციის უფროსს (კანცლერს) ; მეორე ეტაპზე კანდიდატს აკადემიური საბჭო წარადგენს წარმომადგენლობით საბჭოში (სენატი), რომელიც 42 ხმით არის წარმოდგენილი; აქედან სტუდენტებს აქვთ 1/3 -ი, ანუ 14 ხმა (თსუ წესდება. მუხლი.10(3)) ; მოცემული 14 ხმიდან - 12 არის თვითმართელობის, 2 „უპარტიო“ სტუდენტების ხმა . თსუ წესდების მუხლი 13(14)-ის მიხედვით, წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრათა სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი, ე.ი. ქვორუმს ქმნის 22 წევრი. ხოლო იგივე წესდების მუხლი 13(15)-ის მიხედვით, წარმომადგენლობითი საბჭო გადაწყვეტილებებს იღებს წარმომადგენლობითი საბჭოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, ე.ი. მინიმუმ 22 ხმით. ამ ხმებიდან 12+2 არის სტუდენტების ხმა, ხოლო 8 ხმა არის აკადემიური პერსონალის ხმა. პარალელურად, წარმომადგენლობით საბჭოს აკადემიური საბჭოს გარეშე აქვს მთელი რიგი უპირატესობები და წვდომა ფინანსებთან, რადგან თსუ წესდების (მუხლი 11) მიხევით წარმომადგენლობითი საბჭოს უფლებამოსილება აკადემიური საბჭოსგან დამოუკიდებლად მოიცავს შემდეგს: ე) ირჩევს წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერს; ვ) ამტკიცებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წლიურ ანგარიშს; ზ)ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წარდგინებით ამტკიცებს უნივერსიტეტის კანცლერისა და წარმომდენლობითი საბჭოს ეს კავშირი ქმნის ნოყიერ კორუფციულ ნიადაგის და ისინი თავიანთ „ტანდემს“ ახალგაზრდების დახმარებით (ალბათ წლებია) მარტივად აღწევენ. ადვილი სამართავია არა ახალგაზრდები? თან ირიბად, ისე რომ ნაკლებად ხვდებოდნენ ამ ჩანაფიქრს............ რამდენად უსინდისო უნდა იყოს ადამიანი - პოლიტიკოსი იქნება ის, „ოდეერი“ თუ სხვა ვინმე, რომ სტუდენტები, ახალგაზრდები და ჩვენი ქვეყნის გულანთებული მოზარდები ასე ბინძურად გამოიყენოს ე. წ. „ ფულის საჭრელ მანქანად“. მე, როგორც ერთ რიგით პროფესორს არ შემეძლო ასეთ დაძაბულ დროს არ ვყოფილიყავი ჩემი უნივერსიტეტის გვერდით და ჩემს მეგობარ მოშიმშილე ქალბატონებთან ერთად თვალდათვალ შევესწარი მიმდინარე მოვლენებს..... მინდა გავამახვილო ყურადღება რამდენიმე ფაქტობრივ გარემოებაზე: 1. სანამ თვითმართველობა ძალადობრივი ქმედებით პაპავას ოთახში შევარდებოდა (რექტორი ამ დროისთვის ოთახში არ გახლდათ), ვიმყოფებოდი კანცლერის ოთახის მიმდებარედ დერეფანში და ვცდილობდი ლმობიერი სიტყვებით და მოფერებით თვითმართველობის სტუდენტები დამეწმუნებინა , რომ მათი ხმაური და საყვირზე ყიჟინი იყო არაეთიკური და უნივერსიტეტისთვის შეუფერებელი. ამ დროს შემოსასვლელი ქუჩის კარებიდან შემოვარდა ახალგახრდების ნაკადი "ბირთვის" სახით. ჩემდა გასაკვირად მას მოუძღოდა ერთ-ერთი უნივერსიტეტის ადმინისტრაციის თანამშრომელი. ამ "კუნთმაგარმა" ახალგაზრდამ შემდგომში რუსთავი 2-ის ეთერში განაცხადა, რომ მოცემულ აქციაში გარე პირებიდან მონაწილეობას ღებულობდა ვინმე თუთაშვილი, რომელიც გახლავთ „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული პარტიის წევრი. მე ვფიქრობ რომ ეს რეპორტაჟი იყო მომზადებული კვალის დაფარვის მიზნით(პროკურატურა უნდა დაინტერესდეს ამ ფაქტით) ...... მოცემულ ფაქტობრივი გარემოებიდან გამოიკვეთა, რომ პაპავას ებრძოდა არა მარტო თსუ- თვითმართველობა, არამეს გარეშე ადამიანები და ჩემი აზრით იდეა რექტორის კაბინეტში შევარდნისა უფრო მათ მიერ იყო პროვოცირებული(საერთოდ ეს სცენარი ძალიან ჰგავდა ავადხსენებულ 2003 წ ელს, როდესაც სააკაშვილი შევარდა პარლამენტში. როგორც ჩანს ამ მეთოდს ისევ ამუშავებს გარკვეული ძალები). 2. ჩემი გკვირვება გამოიწია იმან, რომ თსუ-ს დაცვა და შსს-პოლიცია არანაირ ღონეს არ ხმარობდა მოვლენების განსამუხტავად და როდესაც ჩვენ ვითხოვდით დაცვის უფროსს შეესულებინა თავისი მოვალეობა(ამ დროს ჩვენ უკვე ავღმოჩნდით რექტორის მისაღებში), იქ მყოფი ადმინისტრაციის რამდენიმე თანამშრომლის რეაქცია იყო საოცრად მშვიდი. საერთოდ ასეთ ურთულეს პერიოდში რექტორის მისაღებთან მხოლოდ რამდენიმე პროფესორი ქალბატონი ვიყავით( დღესაც მიკვირს იმ ადამიანების, განსაკუთრებით თსუ-ს მამაკაცი პროფესორების, ნეტავ რითი უყვნენ იმ მომენტში უფრო მნიშვნელოვანი საქმით დაკავებულნი, ვიდრე უნივერსიტეტი იყო.) 3. იქმნებოდა რთული მდგომარეობა....... თვითმართველობა მოითხოვდა რექტორის გადადგომას. უნივერსიტეტა არ ჰყავდა კანცლერი, ხოლო რექტორის გადადგომა გამოიწვევდა უნივერსიტეტის ჩიხში შეყვანას. ამ მომენტში პროფესორმა ქალბატონებმა გადაწყვიტეს შიმშილობა ორი მოტივით........(1) რექტორს გონებაში არ უნდა გაევლო, რომ ის გადადგებოდა და (2)პროფესორი ქალბატონების შიმშილობას გამოეწვია მეტი ყურადღება მთავრობის და შესაბამისი ორგანოების მხრიდან თსუ-ში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით(კიდევ ერთხემლ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ იმ მომენტში უნივერსიტეტს არ ჰქონია არანაირი მხარდაჭერა ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან, რაც იყო ძალიან საშიში). ვთვლი, რომ ეს იყო პროფესორი ქალბატონების ღირსეული ნაბიჯი............. თუმცა შიმშილობამ რამდენიმე წუთში განოიწვია წარმოუდგენელი პროტესტი იქ მყოფი ადმინისტრაციის ზოგიერთი თანამშრომლის მხრიდან, გამოგვაგდეს კიდევაც რექტორის მისაღებიდან და გვიბრძანეს, სხვაგან გავსულიყავით. მოგვიგზავნეს შუამავალები და იყო პირდაპირი მითითებაც რომ „ეს იყო სამარცხვინო ქმედაება“, ან კიდევ „სამარეში ხომ არ ჩაყვებით პაპავას“ და ა.შ., მეგობრებო, ერთი რამ უნდა იცოდეთ: ჩვენ იმ დღეს ვიდექით უნივერსიტეტის, როგორც ინსტიტუციის გვერდით და შესაბამისად ყველა იმ ადამიანის გვერდით, ვისთვისაც ძვირფასი იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ხვალ ჩემს რომელიმე კოლეგას, მიუხედავად სახელისა და გვარისა რომ დასჭირდეს თანადგომა წმინდა იდეალების დასაცავად, მის გვერდით უყოყმანოდ დავდგებით. ჩემთვის ასეთი ქმედება არის ერთგულების იდეალური დასტური, ან სხვანაირად რომ ვთქვათ -„ აქა ვდგევარ და სხვაგვარად არ ძალმიძს“. 4. 18 მარტს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან შიდა აუდიტის დეპარტამენტის მიერ თსუ-სთვის გამოგზავნილი დასკვნა თარიღდება 2016 წლის 16 მარტით. დასკვნაში წერია , რომ ტსუ-ს კანცლერის არჩევნები წარიმართა სამართლებრივი ნორმების დარღვევით და უნდა იყოს ბათილად ცნობილი. აქ საგულისხმოა ის ფაქტი, რომ დასკვნის სამინისტროდან გამოგზავნის შესახებ გაზეთ „თბილისის უნივერსიტეტის” ვებ-გვერდზე 16 მარტს აიტვირთა საგაზეთო მასალა (სტატიის სათაურია: „რას შეიცავს დასკვნა, რომელსაც თსუ სამინისტროდან ელის?”) 17 მარტს თსუ-ის აკადემიური საბჭოს სამდივნოში გაზეთ „თბილისის უნივერსიტეტის” რედაქტორს მისცეს სიტყვიერი გაფრთხილება, რომ დასკვნა, რომელიც სამინისტროდან უნივერსიტეტში ჯერ არ იყო მოსული, ამ შემთხვევაში არ ქონდა სტატიის ავტორს (ნინო კაკულიას) უნივერსიტეტის გაზეთის ვებ-გვერდზე მისი წინასწარ გამოქვეყნების უფლება და ასეთი „ზიანის მიყენების” გამეორების შემთხვევაში აკადემიურმა საბჭომ შეიძლება დასვას გაზეთის რედაქტორის პასუხისმგებლობის საკითხი. გასაკვირია არა? სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს არა?...... ადამიანებს აკადემიური საბჭოს სამდივნოდან ის კი არ აინტერესებდათ, თუ რატომ მოხდა თსუ-ს იურიდიული სამსახურის მიერ სამართლებლივი ნორმების დარღვევით კონკურსის ჩატარება, არამედ წუხდნენ იმაზე, რომ გასაჯაროვდა იურიდიული „მრჩევლების„ სამარცხვინო სამართლებლივი ქმედებები. 5. გამოითქვა მოსაზრება, რომ აკადემიურმა საბჭომ შეიძლება დააყენოს პაპავას იმპიჩმენტის საკითხი......... უკაცრავად მაგრამ, მე ასე ვიცი- როდესაც თანამდებობის პირი არღვევს კონსტიტუციას, მაშიმ დგება მისი იმპიჩმენტის საკითხი. საინტერესია, აკადემიური საბჭოს მხრიდან რატომ არ დგას თსუ-ს იურიდიული სამსახურის პასუხისმგებლობის საკითხი, რომელთა მიერ მომზადებულმა სამართლებლივმა აქტმა შეცდომაში შეიყვანა აკადემიური საბჭო. მითუმეტეს განათლების სამინისტროს იურიდიულმა სამსახურმა (ამ შემთხვევაში როგორც ზემდგომმა) 18 მარტს დადო დასკვნა და მოითხოვა თსუ-ს კანცლერის არჩევნებთად დაკავშირებული ყველა სამართლებლივი აქტის ბათილად ცნობა. პირველ რიგში მიჩნდება წარმოუდგენელი პროტესტი იმ ადამიანების მიმართ, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს არაკანონიერი დოკუმენტის შემუშავებაში. ჩემი ადრესატები არიან :არჩილ კუკულავა თსუ-ს იურიდიული სამსახურის უფროსი ;სენატის აპარატის უფროსი გეგენავა , იურიდიული ფაკულტეტის წარმომადგენელი აკადემიურ საბჭოში ნუგზარ სურგულაძე და მაია კოპალეიშვილი. ეს უკანასკნელი კი გახლავთ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე....... დაიმახსოვრეთ, თსუ-სთვის ბრძოლა იწყება ეხლა და სამაგალითოდ შევეცდებით , დავიცავთ მისი ღირსება. დასკვნა: ის რაც ხდება თსუ-ში არის პირადად პაპავას წინააღმდეგ მიმართული ძალმომრეობითი აქცია, რადგან მას არაჯანსაღმა ძალები არ აპატიეს ორი რამ: (1) „ოდეერის „ აუგად ხსენება, (2) არც მათი „ჩახსნა“ თსუ-ს მილიონებიდან და შედეგად უნივერსიტეტმა მიიღი ის რაც მიიღო. ყველაზე სამარცხვინო ის არის, რომ პაპავასთან ბრძოლისთვის გამოიყენეს სტუდენტები გარკვეული ნაწილი როგორც შიდა , ასევე გარე თვითმართველობიდან და არა მარტო თვითმართველობიდან. ავტორი: ლია კვარაცხელია,
მეუფე ილარიონის თქმით, სინოდზე ასაკის ცენზზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, განათლებაზე არ უმსჯელიათ
წყნეთში, სკვერში დენის დარტყმის შედეგად გარდაცვლილი მოზარდის ოჯახი მომხდარზე პასუხისმგებლობას კალაძეს აკისრებს
მედვედევი: დროა, შევწყვიტოთ ტოლერანტული დამოკიდებულება მეზობლების EU-ში გაწევრიანების მიმართ
პაპუაშვილი მოლდოვის ყოფილ პრეზიდენტ დოდონს და პრორუს დეპუტატებს შეხვდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
დღეს რუსეთმა 556 თავდასხმის დრონი გაუშვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)