2025-09-11 21:58:37, 3534 ნახვა
გაგნგსტერულ ტრადიციებში - როგორ დააჭერინა კალაძემ 23 წლის სტუდენტი გოგო
თბილისის ჯერ კიდევ მოქმედი მერის კახა კალაძის ჩივილის გამო 23 წლის სტუდენტი გოგო მეგი დიასამიძე დააკავეს, ივანიშვილის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებიდან ვიგებთ: ის დაკავებულია იმის გამო, რომ მელიქიშვილის გამზირზე "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატის საარჩევნო ბანერი დააზიანა. მეგი დიასამიძის ბრალდებად შსს ნივთის დაზიანებას ან განადგურებას უთითებს. "ი.დ.-ს მან მელიქიშვილის გამზირზე, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატის საარჩევნო ბანერი დააზიანა" - წერია შსს-ს განცხადებაში. დიასამიძე 10 სექტემბერს ლანჩხუთთან დააკავეს და თბილისში გადმოიყვანეს. ჟურნალისტი და აქტივისტი .ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში და ფოტოს აქვეყნებს. "ეს არის მილიციელი გიორგი მელიქიძე, რომელმაც ლანჩხუთის სამარშრუტო ტაქსში, 23 წლის სტუდენტ გოგოს ბორკილები დაადო. მეგიმ სთხოვა მოეშვა ბორკილები რადგან ძალიან უჭერდა და ამ მილიციელმა ირონიულად უპასუხა “შენ არ იცი აწი როგორ მოგიჭერს” გიორგი მელიქიძე, შენ მართლა არ იცი აწი როგორ მოგიჭერს!" | წერს ნანუკა ჟორჟოლიანი. როგორც ადვოკატი შოთა თუთბერიძე ჰყვება, სტუდენტი იმ მიკროავტობუსიდან გადაიყვანეს დასაკავებლად, რომლითაც თბილისიდან ბათუმის მიმართულებით მგზავრობდა. "ოკრიბას ავტოსადგურიდან მიდიოდა აჭარაში, მშობლებთან. სამარშრუტო ტაქსი, რომლითაც მიდიოდა, შუა გზაში გაჩერდა, ზუსტად არ ახსოვს რა ადგილას გაჩერდა, მაგრამ ამბობს, რომ, სავარაუდოდ, რიკოთს უკვე გაცდენილები იყვნენ. გაჩერებულ მანქანას მოადგა მეორე "მარშუტკა", მგზავრებს უთხრეს, ეს მანქანა, რომლითაც მგზავრობდით, გაფუჭდა და ვისაც გეჩქარებათ, ამ მეორეში გადასხედითო. მეგი დასვეს წინა სკამზე, მძღოლის გვერდით. ეს მეორე "მარშუტკა" ხშირად, ლამის ყოველ 100 მეტრში აჩერებდა და სადღაც რეკავდა მძღოლი. მერე ლანჩხუთისკენ წავიდა და რაღაც დაუსახლებელ ტერიტორიაზე გააჩერა პატრულმა. თავიდან თითქოს მძღოლს ეჩხუბებოდა პოლიცია, სხვა მანქანას გზა რატომ არ დაუთმეო, მერე მოუარეს პოლიციელებმა მანქანას, მოვიდნენ მეგის მხარეს და წაართვეს ტელეფონი, მერე მანქანიდან გადმოიყვანეს და გადაიყვანეს პოლიციის მანქანაში. საბოლოოდ სხვამ გააჩერა, სხვამ დააკავა და თბილისში სხვამ დააკავა. პირველ ეპიზოდში, "მარშუტკა" რომ გააჩერეს და მეგი გადმოიყვანეს "მარშუტკიდან", ალბათ დაახლოებით 30 კაცი მაინც იყო", - ამბობს თუთბერიძე. კახი კალაძე კი ომახიანი ხმით ჟურნალისტებთან ჩამომდგარი ამბობს, რომ კანონი ყველას წინაშე ერთნაირად მუშაობს. თუმცა ვერ პასუხობს კითხვას, თუ სისხლის სამართლის დანაშაულია ბანერის დაზიანება თუ ადმინისტრაციული დარღვევა. „ზოგადად, არსებობს კანონი, რომელიც აუცილებლად აღსრულდება. პატიმრობა იქნება, თუ სახლში გაშვება, ამას მოსამართლე წყვეტს. ფაქტი არის ძალიან ცუდი. მოხდა იდენტიფიცირება და დაკავებულია. გარდა ამ ადამიანისა, სხვებიც იყვნენ, ვინც აზიანებდნენ ბანერს. რაც მოვისმინეთ უწყებისგან, 1 ადამიანია დაკავებული. რატომ?! იდენტიფიცირება ვერ მოხდა. ყველამ პატივი უნდა ვცეთ კანონს. არ არის საჭირო მივარდნები. შტაბი ხომ არ მივარდნილა იმ ადამიანთან, ან შტაბს თავად ხომ არ დაუზიანებია ყველაფერი“,- აღნიშნა კალაძემ. როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, ტყუილია გავრცელებული ინფორმაცია, რომ უკანონოდ არის გაკრული ბანერები. „აბესაძეს თუ დაუჯერებთ, კარგს არაფერს მოგიტანთ. მისი გონებრივი შესაძლებლობა და ინტელექტი არ გამოგადგებათ. 2012 წლიდან პოლიტიკაში ვარ და ძალიან დიდი გამოცდილება მაქვს. დაუჯერეთ აბესაძეს და იქნებით იქ, სადაც დღეს ხართ. რა თქმა უნდა, ნებართვა მუნიციპალიტეტიდან არ სჭირდება, ამას სჭირდება მფლობელის ნებართვა და გვაქვს, ვინაიდან ნაქირავები გვაქვს ფართი. პირობა რომ ბანერი გაიკრას, პრობლემას არ წარმოადგენს“, - აღნიშნა კალაძემ. მისივე თქმით, საარჩევნო კამპანია გრძელდება და მასში „არეულობას ვერ შეიტანენ“.
19 ოქტომბერს, რუსთაველის გამზირზე მოძრაობა შეიზღუდება
რუსეთში ქალების 60% და მამაკაცების 81% პირველ პაემანზე ინტიმურ ურთიერთობას უშვებს.
ტრამპმა ზელენსკისთან შეხვედრაზე უკრაინისთვის „ტომაჰავკის“ ტიპის რაკეტების მიყიდვაზე უარი თქვა - Axios
პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ორი პირი დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
![]() ოცნების საკანონმდებლო ტერორიზმი
![]() რეჟიმის წარმომადგენელი კობახიძე უკმაყოფილოა - სტრასბურგის სასამართლომ რუსეთს საქართველოსთვის €252 მილიონის გადახდა დაავალა
ომი უკრაინაში![]() ზელენსკიმ ტრამპს უკრაინული დრონების სანაცვლოდ კიევში „ტომაჰავკის“ რაკეტების გაგზავნა შესთავაზა.
აშშ-სი ჩასული უკრაინის პრეზიდენტი გაოცებულია ტრამპის განცხადებით Tomahawk“-ის გადაცემის თაობაზე
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|