|
2025-09-11 21:52:07, 1935 ნახვა
სამართალი
ხაბეიშვილს იგივე გზავნილი აქვს ძალოვანი უწყებების თანამშრომლებთან - ადვოკატი
დაკავებული ლევან ხაბეიშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დღეს საღამოს მოინახულა ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა. სუს-იდან გამოსვლის შემდეგ ადვოკატმა ჟურნალისტებს განუცხადა: „გადმოგცემთ ლევან ხაბეიშვილის სიტყვებს. იგი არის პოლიტიკოსი, რომელიც დაკავებულია პოლიტიკური განცხადებისთვის. იგი დააკავეს იმისთვის, რომ მას ჰქონდა გამარჯვების რწმენა და არ უნდათ, რომ მისი რწმენა გადაედოს ხალხს“, - თქვა ადვოკატმა. მისი თქმითვე, ხაბეიშვილი ამბობს, რომ „ბრძოლა უნდა გაგრძელდეს ბოლომდე და მას აქვს იგივე გზავნილი ყველა ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომლებთან“. „შეთავაზება არის ძალაში. პოლიციის იმ თანამშრომლებს, რომლებიც კეთილსინდისიერად შეასრულებენ თავიანთ მოვალეობას, არ შეასრულებენ უკანონო ძალადობაზე დავალებებს და გადავლენ ხალხის მხარეს, მომავალი ხელისუფლება დააჯილდოვებს ძალიან სოლიდური ფულადი ჯილდოთი. ეს არის ლევანის დანაბარები. და ბრძოლა ბოლომდე“, - განაცხადა ადვოკატმა. ადვოკატის თქმით, ლევან ხაბეიშვილს „აპატიმრებენ იმ დაპირებისთვის, რომელსაც იგი, როგორც პოლიტიკოსი, როგორც მომავალი ხელისუფლების წარმომადგენელი, სთავაზობს ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლებს თავიანთი უფლება-მოვალეობების კეთილსინდისიერად შესრულებისათვის“. პოლიტიკოსი დაკავებულია იმის გამო, რომ იგი შსს-ის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს 200 000 დოლარს საჯაროდ ჰპირდებოდა, აქციების დარბევაში მონაწილეობაზე უარის შემთხვევაში. სუს-ის შეფასებით, „საქმე ეხება ქრთამის სახით მოხელეებისთვის ფულადი თანხების საჯარო დაპირების ფაქტს“.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)