|
2025-09-11 19:16:58, 3647 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს ბანკის ბიზნესკურსით უკვე 60 000-მდე ადამიანმა ისარგებლა
საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესის განათლების ხელშეწყობას და ახალი შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. მუდმივად განახლებადი საგნამანთლებლო პლატფორმა Businesscourse.ge უკვე 60 000-მდე ადამიანისთვის ცოდნის გაღრმავებისა და პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობად იქცა. Businesscourse.ge ნებისმიერ დაინტერესებულ პირს მრავალფეროვან სასწავლო კურსებს სთავაზობს, რომლებიც მენეჯმენტს, ფინანსებს, მარკეტინგს, ტექნოლოგიებს, ლიდერობასა და სხვა მიმართულებებს მოიცავს. პლატფორმაზე განთავსებული ლექციები ონლაინ ფორმატში, ნებისმიერ დროსა და ადგილას ხელმისაწვდომია. თითოეული კურსის ავტორი სხვადასხვა სფეროს ქართველი ექსპერტია, შესაბამისად, ლექციები თანამედროვე ბიზნესის საჭიროებებზეა მორგებული და ადგილობრივ კონტექსტს ითვალისწინებს. ეს კი კურსებზე რეგისტრირებულ ადამიანებს უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს, ცოდნა საკუთარ საქმიანობაში, პრაქტიკაში გამოიყენონ და ბიზნესი უკეთ მართონ. „მოხარული ვართ, რომ საქართველოს ბანკის ინიციატივით შექმნილი Businesscourse.ge დღეს უკვე ათიათასობით ადამიანისთვის ცოდნის გაღრმავებისა და კარიერული განვითარების პლატფორმა გახდა. ჩვენ ვაგრძელებთ ახალი კურსებისა და შესაძლებლობების დამატებას, რათა კიდევ უფრო მეტ დაინტერესებულ ადამიანს გქონდეს საკუთარი უნარების გაუმჯობესებისა და კონკურენტუნარიანობის ზრდის შესაძლებლობა,“ – აცხადებენ საქართველოს ბანკში. საქართველოს ბანკი, როგორც ქვეყნის წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი, აქტიურად უწყობს ხელს განათლების ხელმისაწვდომობას. აღსანიშნავია, რომ ბიზნესკურსი პლატფორმა ბიზნეს 360°-ის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს. ბიზნეს 360° აერთიანებს ყველა იმ შესაძლებლობას, რომელსაც საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ქმნის — იქნება ეს საგანმანათლებლო რესურსები, ინდივიდუალური პროგრამები, შეთავაზებები, სექტორული ანალიზები და სხვა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)