16:44 - 18 Oct, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-09-10 15:35:40, 3148 ნახვა

ფიჯი, აზერბაიჯანი, ეთიოპია და უნგრეთი - ვინ დააკვირდება არჩევნებს საქართველოში?

თბილისის მერმა და „ქართული ოცნებიდან“ მესამე ვადით კანდიდატმა კახა კალაძემ ეუთოს/დემოკრატიული ინსტიტუტების ოფისის არჩევნებში არდასწრებაში ქვეყნის შიგნით და გარეთ „ბოროტი ძალები“ ​​დაადანაშაულა. მან განაცხადა, რომ „ესმის“ საერთაშორისო ორგანიზაციის, რომელსაც, მისი თქმით, „შესაძლოა, არ სურს ტალახში ჩათრევა“.

9 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ „ქართული ოცნების“ მიერ მოწვეულმა ეუთოს/დემოკრატიული ინსტიტუტების ოფისიმ“ უარი თქვა 4 ოქტომბერს დაგეგმილ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მისიის გაგზავნაზე. ამ არჩევნებს ოპოზიციის მნიშვნელოვანი ნაწილი ბოიკოტს უცხადებს.

მანამდე „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ არ მოიწვევდა ეუთოს/დემოკრატიული ინსტიტუტების ოფისის ... „ჯანსაღი საარჩევნო გარემოს უზრუნველსაყოფად, დაკვირვება აუცილებელია. ჩვენ მივესალმებით ყველა ორგანიზაციას, რომელიც კანონით დადგენილ ვადებში წარადგენს შესაბამის დოკუმენტაციას საარჩევნო ადმინისტრაციაში რეგისტრაციისთვის“, - განაცხადა ცესკოს პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა.

ცესკოს ცნობით, დღეისათვის რეგისტრირებულია 16 საერთაშორისო და 9 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაცია. კერძოდ, რეგისტრირებულია შემდეგი ქვეყნების საარჩევნო კომისიები:

იორდანია
ტუნისი
მალდივის კუნძულები
თურქეთი
ეთიოპია
ჩერნოგორია
ბოსნია და ჰერცეგოვინა
სამხრეთ აფრიკა
ბულგარეთი
ყირგიზეთი
აზერბაიჯანი
ფიჯი
უნგრეთი
სლოვაკეთი
სომხეთი
რეგისტრაციისთვის განაცხადი ასევე შეიტანეს ფილიპინების, ესტონეთის და ალბანეთის საარჩევნო კომისიებმა.

გარდა ამისა, რეგისტრირებულია ცხრა ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაცია. მათ შორის არ არიან მსხვილი არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებმაც დააკვირდნენ ყველა ბოლო არჩევნებს და მაღალი რეპუტაციით სარგებლობდნენ.

საერთაშორისო ორგანიზაციებს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დოკუმენტების წარდგენა 27 სექტემბრამდე შეუძლიათ, ადგილობრივ ორგანიზაციებს კი - 24 სექტემბრამდე.

ეუთო/ოდირი მუნიციპალურ არჩევნებზე დასაკვირვებლად მისიას არ გამოგზავნის. როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამია, მათ თბილისიდან მიწვევა ისეთ დროს მიიღეს, როდესაც არჩევნებამდე თვეზე ნაკლები დრო იყო დარჩენილი. ეს კი, ეუთო/ოდირის განცხადებით, არასაკმარისი დროა სანდო და მნიშვნელობის მქონე დაკვირვებისთვის.
„არჩევნებზე გამჭვირვალე და სანდო დაკვირვება მოითხოვს საფუძვლიან მომზადებას და საარჩევნო პროცესის ძირითად ეტაპებზე წვდომის შესაძლებლობას, ჩვენი ყოვლისმომცველი მეთოდოლოგიის შესაბამისად“, – განაცხადა ODIHR-ის დირექტორმა მარია ტელალიანმა.

„ეუთო/ოდირის მოწვევა „ოცნების“ მხრიდან არის ტყუილი და მანიპულაცია – ოქტომბერში ტარდება რუსული სპეცოპერაცია, არა არჩევნები და ეუთო/ოდირის პასუხიც იყო აბსოლუტურად მოსალოდნელი.” - განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა, ანა წითლიძემ

“ოცნების” მხრიდან მაშინ, როდესაც სულ რაღაც ერთ თვეზე ნაკლებია რუსულ სპეცოპერაციამდე დარჩენილი ეუთო/ოდირის მოწვევა არის კიდევ ერთი ტყუილი

და კიდევ ერთი მანიპულაცია. ჩვენ გვახსოვს მანამდე “ოცნების” განცხადებები ეუთო/ოდირთან დაკავშირებით, როდესაც ისინი ამბობდნენ, რომ არ აპირებდნენ საერთაშორისო დამკვირვებლების მოწვევას ამ რუსულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით და შემდეგ ვნახეთ უკვე, რომ მაშინ, როდესაც ფაქტობრივად ყველა ტექნიკური შესაძლებლობა ამოწურულია იმისი, რომ ეუთო/ოდირმა განახორციელოს სრულფასოვანი დაკვირვება ამ რუსულ სპეცოპერაციაზე მაშინ “ოცნებამ” გადაწყვიტა ფორმალურად, რომ მიმართოს ეუთო/ოდირს რაც მათი მხრიდან ისინი ცდილობენ შექმნან რაღაც ფარსი თითქოს ამ ქვეყანაში ტარდება არჩევნები, მაგრამ ამ ქვეყანაში არჩევნები არის გაუქმებული და რაც ოქტომბერში ტარდება, ეს არის რუსული სპეცოპერაცია. ეუთო/ოდირის მხრიდან რომ ის პასუხი იქნებოდა რაც “ქართულმა ოცნებამ” ეს არის აბსოლუტურად ცხადი, რადგან მათი პრაქტიკიდან გამომდინარე მაშინ, როდესაც ძირითადი წინასაარჩევნო კამპანია გავლილია და იმ პრაქტიკის გათვალისწინებით, როდესაც ეუთო/ოდირი მათ შორის გრძელვადიან დაკვირვებას აწარმოებს ხოლმე საარჩევნო კამპანიაზე, ემზადება ტექნიკურად და ა.შ. ამ მოცემულობაში, რა მოცემულობაც ახლა არის, ეუთო/ოდირის პასუხიც იყო აბსოლუტურად მოსალოდნელი “ოცნების” ამ მანიპულაციაზე.” - განაცხადა ანა წითლიძემ

საპარლამენტო არჩევნებზე დაკვირვების შემდეგ ეუთოოდირ-ის მიმართ აგრესიისა და თავდასხმების ფონზე მოსალოდნელი იყო, რომ ისინი თვითმმართველობის არჩევნებზე დაკვირვებისგან თავს შეიკავებდნენ, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა განაცხადა.

წილოსანის თქმით, ეუთო/ოდირ-ის წერილში ვადასთან დაკავშირებით ფორმალური პასუხია მოცემული.

„მოსალოდნელიც იყო, რომ იმ აგრესიისა და თავდასხმების ფონზე, რაც ეუთო/ოდირ-მა საპარლამენტო არჩევნებზე დაკვირვების შემდგომ გამოიარა, თვითმმართველობის არჩევნებზე დაკვირვებას მოერიდებოდნენ. გავიხსენოთ, მათი უმაღლესი წარმომადგენლის, პია კაუმას ვიზიტისას როგორი ტალღა იყო აგორებული, მათ შორის მოღალატე ოპოზიციურმა პარტიებმა მას ერთობლივი წერილიც გაუგზავნეს, რომ არ ჩამოსულიყო. ეუთოოდირ-ის მიმართ იყო თავდასხმები, რომელიც არა მხოლოდ საქართველოდან, არამედ ქვეყნის გარედანაც იგზავნებოდა და არაერთი ქვეყნის წარმომადგენელი აკეთებდა დაუმსახურებელ და დამაკნინებელ განცხადებებს. ამის ფონზე მოსალოდნელი იყო, რომ ისინი ამ ყველაფრისგან თავს შეიკავებდნენ.

რაც შეეხება ვადას, რომელიც მათ წერილშია მოცემული, ეს ფორმალური პასუხია, ისინი ვერ იტყოდნენ, რომ შეეშინდათ ადგილობრივი „ორკების“ და აქ არსებული არაჯანსაღი სიტუაციის, მათ შორის წინასაარჩევნო კამპანიაში იმ უხეში ჩარევის, რომელსაც ფაშისტური ჯგუფები აორგანიზებენ. რა თქმა უნდა, ეუთო/ოდირ-ს თავის ანგარიშში აუცილებლად ექნებოდა მინიშნება იმ კანონდარღვევებთან დაკავშირებით, რომლებსაც ამ ორი დღის განმავლობაში ვხედავთ. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მათიც უნდა გავიგოთ, რომ მისიაში მონაწილეობას თავი აარიდეს. რა თქმა უნდა, თვითმმართველობის არჩევნები იმ მასშტაბის და დატვირთვის არ არის, რომელშიც ეუთო/ოდირ-ი ერთვება ხოლმე. ჩვენ ეს ადრეც განვაცხადეთ და ამავდროულად ვთქვით, რომ მათ სპეკულაციებისგან თავის ასარიდებლად მოვიწვევდით. შეიძლებოდა თუ არა უფრო ადრე მოწვევა? რა თქმა უნდა, არა, რადგან, „ქართული ოცნების“ გარდა, არცერთ სხვა პარტიას არ ჰქონდა დადასტურებული, რომ მონაწილეობდნენ არჩევნებში – ერთმანეთში ჭიდაობდნენ, მიიღებდნენ თუ არა მონაწილეობას, ერთმანეთს აბულინგებდნენ. დაკვირვების ობიექტი თუ მარტო „ქართული ოცნება“ იქნებოდა, დამკვირვებლების მოწვევა გარკვეულწილად აზრსაც კარგავდა. ამ შემთხვევაში, როცა ჩვენი რადიკალი მოწინააღმდეგეებიც გამოვიდნენ ველზე, ლოგიკური იყო ჩვენი მხრიდან ეუთო/ოდირ-ის მოწვევა. პრემიერმა განცხადება მყისიერად გააკეთა, თუმცა გამოთქვა ეჭვი, რომ შესაძლოა, ეუთო/ოდირ-მა თავი შეიკავოს იმ მიზეზების გამო, რაც არაჯანსაღ ოპოზიციურ პარტიებს უკავშირდება“, – აღნიშნა ნინო წილოსანმა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
19 ოქტომბერს, რუსთაველის გამზირზე მოძრაობა შეიზღუდება
რუსეთში ქალების 60% და მამაკაცების 81% პირველ პაემანზე ინტიმურ ურთიერთობას უშვებს.
ტრამპმა ზელენსკისთან შეხვედრაზე უკრაინისთვის „ტომაჰავკის“ ტიპის რაკეტების მიყიდვაზე უარი თქვა - Axios
პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ორი პირი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი