08:41 - 25 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-23 10:23:42, 460 ნახვა

პოლიტიკა
22 მაისს საკრებულოს შუალედური არჩევნები გაიმართება

22 მაისს საკრებულოს შუალედური არჩევნები გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს.

ცესკო-ს  სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით,  ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს შუალედური არჩევნები  გარდაბნის, კასპის, წყალტუბოს, ოზურგეთის, ხობის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების შესაბამის ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში ჩატარდება.

რაც შეეხება ამომრჩევლებს, იმ ადგილობრივ მაჟორიტარულ ოლქებში, სადაც ტარდება არჩევნები, მათი საერთო რაოდენობა  19, 831-ია.  22 მაისის საკრებულოს შუალედურ არჩევნებს ცესკოსთან ერთად  ორგანიზებას გაუწევს 6 საოლქო საარჩევნო კომისია.

"სხდომაზე ასევე დამტკიცდა საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკი, რომელშიც დეტალურად აღწერილია არჩევნებთან დაკავშირებული ღონისძიებები და ვადები. საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკი ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული მხარისთვის ცესკოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

კანონმდებლობის შესაბამისად, არჩევნები,  საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების ვადამდე  შეწყვეტის გამო დაინიშნა.

საარჩევნო ადმინისტრაცია  მზადაა არჩევნების პროფესიულ და ყველასათვის ხელმისაწვდომ გარემოში ჩასატარებლად", - აცხადებენც ცესკო-ში.

არჩევნები, 8 ადგილობრივი საარჩევნო ოლქის 19 საარჩევნო უბანზე ჩატარდება:

#21 გარდაბნის საარჩევნო ოლქის კალინინოს თემის ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში  3 საარჩევნო უბანზე;

#21 გარდაბნის საარჩევნო ოლქის ყარაჯალარის თემის ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში 2 საარჩევნო უბანზე;

#30 კასპის საარჩევნო ოლქის მეტეხის თემის  ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში 3 საარჩევნო უბანზე;

#58 წყალტუბოს  საარჩევნო ოლქის სოფელ წყალტუბოს თემის ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში 4 საარჩევნო უბანზე;

#60 ოზურგეთის საარჩევნო ოლქის ქალაქ ოზურგეთის ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში 2 საარჩევნო უბანზე;

#60 ოზურგეთის საარჩევნო ოლქის დაბა ნასაკირალის ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში 2 საარჩევნო უბანზე;

#66 ხობის საარჩევნო ოლქის ყულევის თემის ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში 1 საარჩევნო უბანზე;

#67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქის კორცხელის თემის ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში 2 საარჩევნო უბანზე.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჯორდან ბარდელამ ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერად არჩევნებში ხმების თითქმის 99% მიიღო
ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის შემდეგ შიმშილობა შეწყვიტა
ინაშვილი - ჩუბინიძის დაკავება აღიქმება, რომ ყველას დავიჭერთ, ვისაც კობახიძე არ მოსწონს
ნიკა გვარამია - პარტიები კი არა, პოლიტიკა უქმდება და ყველა ცვლილების არხი იხშობა - ხვალ, თსუ-ის პირველ კორპუსთან, ვიწყებთ პროტესტის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics