|
2025-09-08 13:09:20, 1902 ნახვა
ეკონომიკა
კახეთში ახალი სასტუმრო „აგარანის მამული“ გაიხსნა - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
საქართველოს ბანკი რეგიონების გაძლიერებას და ტურიზმის მხარდაჭერას კვლავ აქტიურად აგრძელებს. ამჯერად, ბანკთან პარტნიორობით, კახეთში, სოფელ რუისპირში, ახალი სასტუმრო „აგარანის მამული“ გაიხსნა. პროექტის ჯამური ღირებულება 6 მლნ. დოლარია. ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიცია კი 2 მლნ. დოლარს შეადგენს, რაც სასტუმროს მშენებლობასა და სარემონტო სამუშაოებს მოხმარდა. აღნიშნული პროექტი ერეკლე II-ის საზაფხულო რეზიდენციის მიმდებარედ აშენდა. 56 ნომრიანი სასტუმრო ნომრების გარდა, ბიბლიოთეკას, საცურაო აუზს, ლაუნჯებს, ვერანდას, რესტორანს, საკონფერენციო და ღონისძიებებისთვის სხვადასხვა სივრცეებს აერთიანებს. „სასტუმრო განთავსებულია ტყის პირას, ზღვის დონიდან 800 მ-ზე. ტყიდან მონაბერი სიო, ზაფხულში განსაკუთრებულ გრილ კლიმატს განაპირობებს. 1,5 ჰა-ზე განთავსებულია სასტუმრო და ვენახი, ხოლო დანარჩენ 6,5 ჰა-ზე, სამომავლოდ ვილები აშენდება, რომელთაც Room Service მომსახურება ექნებათ. გვჯერა, რომ სასტუმრო თავისი უნიკალური ადგილმდებარეობით, კავკასიონის თვალწარმტაცი ხედებითა და მწვანეში ჩაფლული ზონებით ბევრ საერთაშორისო თუ ადგილობრივ სტუმარს უმასპინძლებს“, - განაცხადა „აგარანის მამულის“ დირექტორმა, გიორგი ქოჩლაძემ „საქართველოს ბანკი მრავალი წელია, სტუმარ-მასპინძლობის სექტორის გაძლიერებას უჭერს მხარს და ამ მიმართულებით არაერთი პროექტის მხარდამჭერები ვყოფილვართ. რეგიონებში ტურიზმის განვითარება კი ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. მოხარულები ვართ, რომ კახეთის რეგიონს კიდევ ერთი უნიკალური სასტუმრო შეემატა. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ გუნდს, ჩვენ კი არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ ჩვენი პარტნიორი ბიზნესების გაძლიერებას“, - განაცხადა ლალი ყელაურაძემ, საქართველოს ბანკის კორპორაციული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)