2025-09-08 09:48:38, 7819 ნახვა
Lifestyle
ჯორჯო არმანის დღეს, რივალტაში, ოჯახის წევრებთან დაკრძალავენ
![]() მსოფლიოში ცნობილი იტალიელი მოდის დიზაინერი ჯორჯო არმანი პიაჩენცას მახლობლად, პატარა სოფელ რივალტაში, ოჯახის საფლავში დაკრძალავენ. როგორც ამბობენ, არმანიმ თავად შეარჩია დაკრძალვის ადგილი და სურდა, რომ დაკრძალვის ცერემონია კერძო ყოფილიყო. იტალიური მედიის ცნობით, მის უახლოეს ადამიანთან ერთად 20-ზე მეტი ადამიანი არ დაესწრება. შაბათს და კვირას, მილანში, არმანის თეატრში, მოდის დიზაინერთან გამოსამშვიდობებლად ათასობით ადამიანი მივიდა, მათ შორის მილანის მერი და მოდის დიზაინერი დონატელა ვერსაჩე. „ის ყოველთვის გამოირჩეოდა თავისი ელეგანტურობით, სტილით და, უპირველეს ყოვლისა, სიმარტივით. ის ჩვენთვის, ყველა ჩვენგანისთვის, იტალიისთვის, მომავლისთვის მაგალითი უნდა იყოს.** ჩვენ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ის თავისი წარმოუდგენელი უნარისთვის, ყოფილიყო დიდებული თავის სიმარტივეში“, - თქვა მილანის მცხოვრებმა, რომელიც გამოსამშვიდობებელ ცერემონიაზე მივიდა. „მთელი ცხოვრება მისი კლიენტები ვიყავით. ტურინიდან სპეციალურად ჩამოვედი მასთან დასამშვიდობებლად. გამიმართლა, რომ პირადად შევხვდი. ვთხოვე, ჩემი ცოლისთვის ხელი მოეწერა და შემდეგ ტატუ გავიკეთე. ამიტომ, სწორი იყო აქ მოსვლა და მასთან დამშვიდობება. ის ამას ნამდვილად იმსახურებს“, - თქვა სხვა მამაკაცმა. ჯორჯო არმანის ბოლო ჩვენება სექტემბრის ბოლოს, მილანში, Brera Gallery-ში, 28 სექტემბერს გაიმართება. ეს მოდის სახლის 50 წლის იუბილეს ემთხვევა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ 91 წლის კუტურიე საიუბილეო კოლექციაზე ბოლო დღემდე მუშაობდა.
ჯო უილსონი: MEGOBARI აქტი საბოლოოდ აუცილებლად დამტკიცდება
სუსი იკვლევს ღარიბაშვილის, ლილუაშვილის და სხვა ყოფილი მაღალჩინოსნების მილიონობით ლარის წარმომავლობას
სუს-ი - ქვეყნის ყოფილი მმართველების სახლებიდან ამოღებულია 7 მლნ 2 200 დოლარი, 136 000 ლარი და ძვირფასეულობა
ლატვიამ საქართველოს ორი მოქალაქე პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
![]() ოცნების საკანონმდებლო ტერორიზმი
![]() რეჟიმის წარმომადგენელი კობახიძე უკმაყოფილოა - სტრასბურგის სასამართლომ რუსეთს საქართველოსთვის €252 მილიონის გადახდა დაავალა
ომი უკრაინაში![]() ზელენსკიმ ტრამპს უკრაინული დრონების სანაცვლოდ კიევში „ტომაჰავკის“ რაკეტების გაგზავნა შესთავაზა.
აშშ-სი ჩასული უკრაინის პრეზიდენტი გაოცებულია ტრამპის განცხადებით Tomahawk“-ის გადაცემის თაობაზე
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|