|
2025-09-07 10:45:39, 4040 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსმა ოკუპანტემა პალტავაში დნეპრეზე გადასასვლელი ხიდი დაბომბეს, შედეგად მატარებლების მიმოსვლა შეწყდა
რუსმა ოკუპანტემა პოლტავის რეგიონს შეუტიეს. კერძოდ, რუსებმა კრემენჩუკში დნეპრზე გადასასვლელი ხიდი დაარტყეს. ცნობილია, რომ ხიდი ამჟამად ჩაკეტილია. ქალაქში ათობით აფეთქების ხმა ისმოდა. „ხიდის ჩაკეტვის დროს ქალაქის ორივე ნაპირზე სიცოცხლის უზრუნველსაყოფად ყველა საჭირო ზომა მიიღება. სამედიცინო სფეროს, სასწრაფო დახმარების მანქანების, სამშობიარო სახლების, სასწრაფო დახმარების სამსახურების და კომუნალური მომსახურების მუშაობის ალგორითმები უკვე შემუშავებულია“, - განაცხადა კრემენჩუკის მერმა ვიტალი მალეცკიმ. მერმა დასძინა, რომ ხიდი „უკრზალიზნიცის“ ბალანსზეა, ამიტომ ახლა ექსპერტები ელოდებიან თავიანთ დასკვნებს ნგრევის მასშტაბისა და მისი შემდგომი გამოყენების შესაძლებლობის შესახებ. გარდა ამისა, ზაპოროჟიეში, ოკუპანტების ღამის დარტყმის შედეგად, დაზიანდა 16 საცხოვრებელი კორპუსი და 12 კერძო სექტორის სახლი, საბავშვო ბაღი, ასევე საწარმოს შენობები. ამის შესახებ ზაპოროჟიეს რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის (OVA) თავმჯდომარემ, ფიოდორ ივანოვმა განაცხადა. მისი თქმით, ამჟამად 17 დაშავებულის შესახებ ცნობილია ინფორმაცია. მან დააკონკრეტა, რომ კომუნალური მომსახურების თანამშრომლებმა უკვე დაიწყეს შედეგების აღმოსაფხვრელად მუშაობა. „მიყენებული ზიანის დასადგენად ქალაქის იმ ტერიტორიების კვლევა გრძელდება, რომლებიც თავდასხმის ქვეშ იმყოფებოდნენ“, - დასძინა ივანოვმა.
თითქოს სიღარიბის შემცირების გამო, რეჟიმი სოციალური დახმარებას გადახედავს, დავალება უწყებებმა უკვე მიიღეს
პროკურატურამ ჩოხატაურში მომხდარ მკვლელობაზე ერთ პირს ბრალი წაუყენა
კობახიძე სინდისის პატიმრებზე - სადაც იქნება აღიარება და სინანული, იქ შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება
კობახიძის მტკიცებით, შეკრების გამართვა საქართველოში ყველას შეუძლია და ამ შემთხვევაში საუბარი იყო კონკრეტული აპარატურის განთავსებაზე
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)