00:58 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-09-05 20:06:38, 1951 ნახვა

საზოგადოება
ოკუპირებულ სოხუმში თურქული FLO-ს მაღაზია გაიხსნა

თურქული ფეხსაცმლისა და აქსესუარების ქსელმა, FLO-მ აფხაზეთში მაღაზია გახსნა. ინფორმაციას Telegram-არხი D News Abkhazia (DNAbkhazia) ავრცელებს.

“სოხუმის მცხოვრებლებსა და სტუმრებს ახლა უკვე შეუძლიათ, შეიძინონ ფეხსაცმლის ორიგინალური მოდელები ისეთი ცნობილი ბრენდებისგან, როგორიც არის Reebok, Lumberjack, USPA, Inci, Kinetix, Polaris, Dockers, Butigo და Nine West,” - წერს გამოცემა.

DNAbkhazia-ს ცნობით, “სოხუმში FLO-ს პირველი მაღაზიის ასორტიმენტი არა მხოლოდ ფეხსაცმლის მრავალფეროვან, ანუ სპორტულ, ყოველდღიურ, ორთოპედიულ მოდელებს, არამედ სპორტული ტანსაცმლის, წინდების, ჩანთების, ზურგჩანთებისა და აქსესუარების ფართო არჩევანს, მათ შორის, ქამრებს, ქუდებსა და საფულეებს მოიცავს.”

“ყველა პროდუქტზე მაღალი ხარისხი არის გარანტირებული და შეთავაზებულია ხელმისაწვდომ ფასებში. FLO ორიენტირებულია სტილსა და კომფორტზე და მომხმარებელს როგორც თურქულ, ასევე, ევროპული ბრენდებისა და საკუთარი წარმოების პროდუქციას სთავაზობს,” - წერს გამოცემა.

სოხუმში მაღაზიის მისამართად ეშბას ქ. #166, „სუხუმ-მარკეტის“ პირველი სართული არის მითითებული. მაღაზიას Instagram-ზე თავის გვერდიც აქვს, სახელწოდებით @flo.abh.

ცნობისათვის, თურქეთის უმსხვილესი, ფეხსაცმლის საცალო მწარმოებელი FLO საქართველოში რამდენიმე ფილიალს ფლობს, მათ შორის 4-ს თბილისში: "თბილისი ცენტრალის", "ისთ ფოინთის", "გლდანი მოლის" და "თბილისი მოლის" სავაჭრო ცენტრებში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics