2016-03-22 21:27:08, 622 ნახვა
საზოგადოება
არა ტერორიზმს! - ამ წუთებში თურქეთის საელჩოსთან აქცია მიმდინარეობს
არა ტერორიზმს! - ამ ლოზუნგით მონიტორინგის ცენტრი "მედიატორი" ამ წუთებში თურქეთის საელჩოსთან აქციას მართავს.
ისინი ბელგიელ და თურქ მოსახლეობას სოლიდარობას უცხადებენ.
აქციის მონაწილეების განცხადებით, თურქეთის საელჩოსთან აქცია ჯერ კიდევ გუშინ დაიგეგმა, დღეს მომხდარი ტერაქტების გამო კი ისინი სოლიდარობას თურქებთან ერთად, ბელგიის მოსახლეობასაც უცხადებენ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან