18:59 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-09-05 15:03:57, 912 ნახვა

სამართალი
იარაღების კოლექციონერია, აქციასთან კავშირი არ აქვს – ადვოკატი რუსთაველზე დაკავებულზე

2 სექტემბერს, რუსთაველზე, იარაღის ტარებისთვის დაკავებული კაცი 62 წლის მიხეილ ლეშკაშელია.

დაკავებულის ადვოკატი, გიორგი ყავლაშვილი მედიას ეუბნება, რომ ლეშკაშელი იარაღების კოლექციონერია და მას აქციასთან კავშირი არ ჰქონია. 

"გადაწყვეტილი ჰქონდა, ჩვენი ინფორმაციით, სანადიროდ წასვლა... არის კოლექციონერი, იარაღებს აგროვებს და აქვს არაერთი იარაღი, თუმცა აბსოლუტურად ყველა კანონიერი და რეგისტრირებულია. უბრალოდ მოხვდა ამ ადგილზე, მანქანიდან მოუწია გადმოსვლა, გზაც გადაკეტილი იყო და იქიდან გამომდინარე, რომ ბევრი ხალხი ტრიალებდა გარშემო, თვითონ ჩათვალა, რომ უფრო უსაფრთხო იქნებოდა, იარაღი, რომლის ტარების უფლებაც გააჩნდა, რომ თან ჰქონოდა.
[...]

ბატონ მიშას აღმოაჩნდა 22 რეგისტრირებული, გაფორმებული იარაღი. აქვს ადამიანს იარაღების სიყვარული და ჰობი.

მამამისი სამხედრო პირი, მაღალჩინოსანი იყო და ამ ადამიანს ჰქონდა მისი გარდაცვალების შემდეგ დატოებული "გეკოს" თოფი, რომელსაც აქვს ე.წ. ხრახნი.

[…]

ბატონი მიხეილი ბრალს გაეცნო, ჩვენთან ერთად, ვუთხარით ამას გედავებიანთქო. ამ ადამიანს განზრახვა და რაიმე კავშირი აქციასთან ნამდვილად არ ჰქონია" - ამბობს დაკავებულის ადვოკატი, გიორგი ყავლაშვილი TV პირველთაან. 

შსს-მ 3 სექტემბერს გაავრცელა განცხადება, რომ დააკავეს კაცი, რომელიც  2 სექტემბერს, "რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს, აქციის მონაწილეთა შორის, ცეცხლსასროლი იარაღით გადაადგილდებოდა".

უწყების ცნობითვე, დაკავებულის საცხოვრებელი სახლიდან სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ქართული ოცნება უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებს დააკვირდება
მიხეილ ყაველაშვილი საქართველოში ჩინეთის ელჩს შეხვდა
საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანია აგროტექნომ ქართულ ბაზარზე ახალი ბრენდი - Weitai შემოიყვანა
ცოფის შემთხვევის დაფიქსირების გამო, წალკაში კარანტინი გამოცხადდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics