|
2025-09-05 14:29:02, 775 ნახვა
პოლიტიკა
ოკუპირებული ცხინვალის მარიონეტულ რეჟიმს წულუკიანის კომისიის დასკვნა მოსწონთ და მიესალმებიან
ოკუპირებული ცხინვალის პროპაგანდისტული საინფორმაციო სააგენტო РЕС წერს, რომ „საქართველომ ოფიციალურად აღიარა პასუხისმგებლობა 2008 წელს სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ ომის დაწყებაზე”. „2008 წლის აგვისტოში სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკისა და რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ საქართველოს მიერ განხორციელებული სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიიდან ჩვიდმეტი წლის შემდეგ, თბილისში ითქვა აღიარება, რომელსაც სამხრეთ ოსეთი და რუსეთი მთელი ამ წლების განმავლობაში ელოდნენ.
ოკუპირებული ცხინვალის რეგონის სააგენტო ასევე აღნიშნავს თეა წულუკიანის პროფესიულ გამოცდილებას. „თეა წულუკიანი, დაბადებული 1975 წელს, გამოცდილი იურისტი, მან მაგისტრის ხარისხი სახელმწიფო ადმინისტრირებაში მიიღო სტრასბურგის (საფრანგეთი) ადმინისტრირების ეროვნული სკოლაში. მუშაობდა სარტის დეპარტამენტის პრეფექტის (დასავლეთ საფრანგეთი) ოფისში, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში და ა.შ. 2010 წლის თებერვალში მან დატოვა სამსახური ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში და დაბრუნდა საქართველოში, სადაც იყო იუსტიციის მინისტრი, კულტურის მინისტრი, ასევე იყო ვიცე-პრემიერი და ა.შ.” ცხინვალის ე.წ სამთავრობო მედია ამბობს, რომ „წულუკიანის კომისიისთვის საინტერესო პირებთან საუბარი წარიმართა მკაცრად, თუ არა – სასტიკად”. ამასთან, РЕС-ს მოჰყავს ციტატები კომისიის დასკვნიდან და წერს, რომ დოკუმენტის მიხედვით „სააკაშვილს გარე ძალების დახმარების იმედი ჰქონდა და რომ პოლიტიკოსებმა 2008 წელს ომში ჩაითრიეს ქართული არმია”. ოკუპირებული ცხინვალის ე.წ სამთავრობო მედია ხაზს უსვამს, რომ წულუკიანის კომისიის ანგარიშში „განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა 8 აგვისტოს ღამეს ცხინვალის ბარბაროსულ დაბომბვას, რამაც საფუძელი დაუდო ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებების დაწყებას”.
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაშიზელენსკიმ „აღდგომის ზავის“ ფარგლებში ცეცხლის შეწყვეტის მზადყოფნა გამოაცხადა
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)