01:06 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-09-03 15:21:41, 912 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე - კონკრეტული ამერიკელი კონგრესმენების განცხადებები ცილისწამებაა

თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან ჰელსინკის კომისიაზე საქართველოს შესახებ ჩანიშნულ მოსმენას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ კონკრეტული  კონგრესმენების განცხადებები ცილისწამებაა, საქართველოს სულისკვეთება ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ რამდენიმე დღის წინ პრეზიდენტ ყაველაშვილის მიერ გამოქვეყნებულ წერილშიც გამოიკვეთა.

„მთელმა საქართველომ იცის, ვინ არის აგენტურა, რას წარმოადგენენ,  ვის ებრძვნიან. რაც შეეხება ჩინეთთან ურთიერთობას, ძალიან მნიშვნელოვანია ამ ქვეყანასთან სტრატეგიული ურთიერთობა. მსოფლიოს სხვა ქვეყნები მიისწრაფვიან, რომ ჩინეთთან მეგობრული ურთიერთობა ჰქონდეს. იმ შესაძლებლობების გამოყენება, რაც ჩინეთს გააჩნია მნიშვნელოვანია. საქართელო ყველაფერს გააკეთებს, რომ ჩვენი ურთიერთობა მეტად გაღრმავდეს, კიდევ უფრო დაახლოვდეს ჩვენი ეკონომიკა. კონკრეტული კონგრესმენების განცხადებები ტყუილზეა დაფუძნებული, შეიცავს ცილისწამებას. რამდენიმე დღის წინ პრეზიდენტმაც გამოქვეყნა წერილი, სადაც ჩანს, თუ რა არის ჩვენი სულისკვეთება და მთავარი მიზანი - ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დაიწყოს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics