საპროტესტო აქციებზე დაკავებული 11 დემონსტრანტი სასამართლოს საბოლოო სიტყვით მიმართავს. ამის შემდეგ მოსამართლე ნინო გალუსტაშვილი იტყვის, როდის გამოაცხადებს განაჩენს. არ არის გამორიცხული, განაჩენი დღესვე გამოცხადეს.
მადლობა, რომ კბილებით გვიცავდით. ადვოკატი რომ ვყოფილიყავი, თქვენნაირი ვიქნებოდი. ხალხს მადლობა, მსახიობებს. ერთმანეთზე კარგები ხართ ყველა და საუკეთესო ბიჭების ახლობლები. მადლობა, რომ დარბაზს ყოველთვის ავსებდით.
რაც შეეხება ბრალს. სისულელეა უდიდესი პროცენტი. არ ვარ არანაირი ჯგუფის წევრი არანაირი მითითებები არ შემისრულებია. მითუმეტეს ჩემთვის უცნობი ხალხის ეს ხალხიც აქ გავიცანი, რომელთაგან ყველა მიყვარს ახლა.
ერთი ვიდეო იყო, ხუჭუჭა ბიჭის მომენტი, როგორ სცემენ, საამაყო სამართალდამცველებს რომ უწოდებთ, როგორ ურტყამენ წიხლს სახეში. ითიშება ის ბიჭი. შემრცხვა და შემზიზღდა ჩემი თავი, რომ ჩვეულებრივად ვაგრძელებდი ცხოვრებას და მხოლოდ კომენტარებით ვიფარგლებოდი. ჩვენი ბრწყინვალე პრემიერმინისტრის განცხადების გამო ხდებოდა. თავზე გადაგვახია კონსტიტუცია, მეც თქვენც, პროკურორებო და მთელ ერს. სამართლიანად აპროტესტებდა ხალხი ევროინტეგრაციის შეჩერებას. ჩემი მომავალიც ევროპაშია და არა სადღაც რუსეთებში. ამ ყველაფერმა მაიძულა, ჩამეცვა და გავსულიყავი რუსთაველზე"- ნაწყვეტი ვალერი თეთრაშვილის საბოლოო სიტყვიდან.
"ყველაზე დიდი დამნაშავე არის ქართული ოცნების პრემიერმინისტრი და ქართული ოცნების პროკურატურა.
პროკურორი თავს ვერ სწევს და სახეში ვერ გვიყურებს.
9 თვის მანძილზე ვერაფერი დაგვიმტკიცეს. წაგვართვეს ყველანაირი უფლება. შეკერეს ჩვენი საქმეები ისე, როგორც თვითონ უნდოდათ, მაგრამ მაგის თავიც არა აქვთ, რომ ნორმალურად შეკერონ ეს საქმეები.
აქ გყავდათ ცრუმოწმე პოლიციელები და თვითონვე წითლდებოდნენ თავისი სიტყვების გამო.
კაცმა ვალერი თეთრაშვილი დააკავა, თბილისში ჩამოიყვანა და ადვოკატმა რომ ჰკითხა, თუ ამოიცნობთო, კიო და ხელი ჩემკენ გამოიშვირა, როცა ვალერი თეთრაშვილი დარბაზში საერთოდ არ იყო იმ დღით.
სეთი მატყუარებით არის ეს ქვეყანა სავსე.“-გია ტერიშვილი
ანდრო ჭიჭინაძის საბოლოო სიტყვა:
„ერთი რამ მაინტერესებს, ვერ ვხვდები, თუ ამ ადამიანებს არ დაუმტკიცდათ ორგანიზება ამდენი თვის განმავლობაში მაშინ რა გვინდა ციხეში? ვერანაირ ლოგიკაში ჯდება, მაგრამ ნუ კაი...
მინდა მივმართო პროკურორებს და ისე თქვენ[მოსამართლე] ეს ჩემი აზრია და ჩემი სახელით ვლაპარაობ, სხვისი სახელით ლაპარაკის უფლება არც მაქს. ჩემი მხრიდან გპატიობთ იმას, რასაც ჩემს მიმართ ამდენი ხნის განმავლობაში აკეთებდით, არ ვხმარობ სიტყვას ჩვენ,რადგან არ მაქვს ამის უფლება, დიდი ალბათობით, ბიჭებს სხვა აზრიც ექნებათ..
თუმცა ამ პატიებას მოსდევს თხოვნა - თქვენ ამ ხნის განმავლობაში ძალიან ცუდი საქმეები აიღეთ, გვესმის, რომ იარაღი ხართ და არა გადაწყვეტილების მიმღები, თხოვნაა - ნუღა აიღებთ ისეთ საქმეებს, სადაც ასეთი ადამიანების ციხეში აღებაში იღებთ მონაწილეობას, ბატონო მოსამართლე თქვენც გეხებათ..
შეიძლება ჩემი აღქმების ბრალია, მაგრამ მე მაინც ამდენი ხანია გიყურებთ და ვხედავ, რომ დიდად არ გსიამოვნებთ იმას, რასაც აკეთებთ, ყველაზე ნაკლებად ბატონ ვახტანგს ეხება, ბატონ ვაჟას მეტად...
ბევრ უსამართლობას შეიძლება შეეჯახო ცხოვრებაში და ეს არ უნდა განაპირობებდეს იმას, რომ ადამიანის და ადამიანობის რწმენა დაკარგო.. თხოვნა აქედან გამომდინარეობს. ნებისმიერ ადამიანს აქვს შანსი, რომ რაღაც სახით და მომავალში, რაც დაუშვა ამა თუ იმ ფორმით გამოასწოროს".
ვალერი თეთრაშვილის საბოლოო სიტყვა.
პირველ რიგში მადლობა ყველას და განსაკუთრებით ადვოკატებს. მადლობა ხალხს, ჟირნალისტებს, მსახიობებს. მადლობა რომ დარბაზი სულ სავსე იყო. ჩემი საქმე არის ტყუილი და სისულელე. არანაირ ჯგუფს არ უარსებია. კიდეც ერთხელ ვიტყვო რომ ეს ხალხი აქ გავიცანი.
არავისთვის ზიანი არ მიმიყენებია, ეს ყველაფერი კარგად ჩანს მაგრამ სამწუხაროდ თვალებს იბრმავებთ.
გალუსტაშვილს ეკითხება “გააქვთ ნანახი ხუჭუჭა ბიჭს რომ ფეხებით უტყამენ? ამ კადრამდე ჩვეულებრივად ვცხოვრობდი, ვპოსტავდი, ვბტაზობდი, მაგრამ მაგ კადრების შემდეგ უფლება არ მქონდა სახლში დავრჩენილიყავი”
პრემიერ მინისტრმა კონსტიტუცია თავზე გდაგვახია. მე მინდა ევროპული მომავალი.
ძალიან ვწუხვარ რომ პოლიციელებმა დაზიანება მიიღეს, ზოგმა ხელი, ზოგმა ფეხი, ზოგმა
ლოყა იტკინა
28 წლის ვარ და ცხოვრებაში არაფერი დამიშავებია. ვმუშაობდი, ვცხოვრობდი
პოლიციელები მოძალადეები რომ იყვნენ ვნახეეთ, მაგრამ მატყუარებიც ყოფილან, ეს აქ ვნახე, ცრუ ჩვენებები. თეთრაშვილი ამოიცანიო და ტერიშვილს დაადო ხელი, ვგავარ ამ კაცს?
კაცობრიობის ისტორიაში დანაშაულზე მეტი იყო ყოველთვის ბრალდებულები და არც ჩვენი ამბავი იქნება გამონაკლისი
იმედია შემდეგი შეხვედრა ისევ აქ იქნება, ოღონდ ადგილებს გავცვლით
ავტორი: ექსპრესნიუსი,