17:19 - 05 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-22 18:32:40, 700 ნახვა

კომენტარი
ირაკლი ალადაშვილი: არც ერთი ქვეყნის სპეცსამსახურს არ გააჩნია ძალა, ტერაქტების აბსოლუტური აღკვეთა მოახდინოს

სამხედრო ანალიტიკური ჟურნალ  "არსენალის" მთავარი რედაქტორის ირაკლი ალადაშვილის შეფასებით, დღეის მდგომარეობით, არც ერთი ქვეყნის სპეცსამსახურს არ შესწევს ძალა, ტერორისტული აქტები სრულად აღკვეთოს.

როგორც ალადაშვილმა "ექსპრესნიუსს"  ბელგიაში განხორციელებულ ტერორისტულ აქტებთან დაკავშირებით საუბრისას განუცხადა, ვინაიდან ტერორისტების მხრიდან დარტყმები მოულოდნელად, მოულოდნელი მიმართულებით ხორციელდება,  ამ  საფრთხისგან  დაცული თვით ყველაზე  საუკეთესო სპეცსსამსახურების მქონე ქვეყანაც კი არაა:

"დღეს არც ერთი  ქვეყნის სპეცსამსახურს არ გააჩნია იმის ძალა, რომ მოახდინოს  აბსოლუტური აღკვეთა  ტერორისტული აქტების, რადგან  ტერორისტული აქტები ხორციელდება სხვა პრინციპით, ანუ იმ გაგებით, რომ ეს არ არის ფრონტის ხაზი, სადაც ჩანს მოწინააღმდეგე, ეს არის  ე.წ. პარტიზანული შიდა ბრძოლა, როდესაც  ტერორისტები დარტყმას აყენებენ იმ მხრიდან, იმ მიმართულებით, რაც  არის მეტნაკლებად მოულოდნელი ხელისუფლებისთვის. იგივე ვრცელდება საქართველოზეც. მე არ მინდა, რომ ის რა ტრაგედიაც ამ ეტაპზე ევროპაში ხდება, საქართველოსთან დაკავშირებით გადმოვიტანოთ.საფრთხეები ყოველთვის არსებობს. დაცული არავინ არ არის,  თვით ყველაზე საუკეთესო სპეცცსამსახურების მქონე  ქვეყანა, დაახლოებით, შეიძლება იყოს ეს იგივე აშშ, იგივე რუსეთი მეტნაკლებად,  ან სხვა,  არც ერთი არ არის დაცული, რადგან ეს დარტყმა ხორციელდება მოულოდნელად  და მოულოდნელი   მიმართულებით", - განუცხადა ირაკლი ალადაშვილმა "ექსპრესნიუსს".

ცნობისთვის, დღეს ბელგიაში რამდენიმე ადგილას  ტერორისტული  აქტი განხორციელდა, რის შედეგადაც საერთო ჯამში, ბოლო ინფორმაციით,  34 ადამიანია დაღუპული.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სერბეთის პრეზიდენტი: უნგრეთისკენ მიმავალი გაზსადენის მახლობლად ასაფეთქებელი ნივთიერებები აღმოაჩინეს
მეუფე შიო: ჩვენ ვიცით ასევე, როგორი ცვალებადი და მერყევია ადამიანი
ძლიერმა ქარმა თბილისში კორპუსების ფასადები დააზიანა
შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსები - ახალ კათოლიკოს-პატრიარქს გაცილებით მეტს მოვთხოვთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics