02:14 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-09-02 10:59:22, 446 ნახვა

პოლიტიკა
წილოსანი ამბობს, რომ ევროკავშირს სიღრმისეული ანალიზი გაუგზავნეს, თუმცა წერილის შეინაარს არ ასაჯაროებს

ევროინსტიტუციებში გაგზავნილ ანგარიშში ნათლად არის მოცემული, რა პროგრესი განიცადა საქართველომ.  – აცხადებს ერთპარტიული პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ნინო წილოსანი.

წილოსანის თქმით, „ევროინსტიტუციებში საკმაოდ სიღრმისეული წერილი გაიგზავნა იმის დასადასტურებლად, რომ ყველაფერი, რაც ჩვენ წინააღმდეგ იქმნებოდა, დეზინფორმაცია და ტყუილი იყო“.

ამასთან "ქართული ოცნების" დეპუტატი არ აკონკრეტებს წერილის შინაარს და არც იმას ამბობს, რომელი ნაწილი შეასრულა "ქართულმა ოცნებამ" ევროკავშირის მოთხოვნებიდან.

„ჩვენს ანგარიშში ნათლად არის მოცემული, რა პროგრესი განიცადა საქართველომ ევროკავშირის დახმარებით და ის, რომ საქართველო არა მხოლოდ კანდიდატ ქვეყნებს შორის არის ლიდერი, არამედ ევროკავშირის ზოგიერთ სახელმწიფოსაც ასწრებს. ამას სწორედ ევროკომისიის ანგარიშები ადასტურებს. იმედია, არა მხოლოდ ჩვენ მიერ მიწოდებული ინფორმაცია, არამედ თავად ევროკომისიის მიერ შედგენილი ანგარიშები ევროპელ ლიდერებს საშუალებას მისცემს, რომ სწორი, ადეკვატური გადაწყვეტილება მიიღონ. რაც შეეხება ვიზალიბერალიზაციით შანტაჟს, როგორც არასოდეს, ახლა გლობალური პოლიტიკური პროცესები ისე ვითარდება, რომ ქვეყნების დაშანტაჟება ამგვარი უსამართლო ფაქტორებით უნდა დასრულდეს“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics