|
2025-08-29 10:45:10, 836 ნახვა
პოლიტიკა
ჩერგოლეიშვილი ბოკუჩავას: როგორ და ვინ უნდა გამრიცხოს იქიდან, სადაც არ ჩავრიცხულვარ?
"როგორ და ვინ უნდა გამრიცხოს იქიდან, სადაც არ ჩავრიცხულვარ?" - ფედერალისტების ერთერთი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი ენმ-ს თავმჯდომარეს მიმართავს. თინა ბოკუჩავა 8 პარტიისგან ითხოვს, ჩერგოლეიშვილთან ურთიერთობა დაასრულოს. იქვე, ჩერგოლეიშვილი წერს, რომ "უბადრუკად ცდილობენ ჩემი შეცდომის გამოყენებას, რომლის გამოც მოვიბოდიშე, მათი ყეყეჩი ლიდერებისგან განსხვავებით". "ამ ისტერიკაში მხოლოდ ნაცმოძრაობის კრიზისი ჩანს და არა იმ პარტიების, ვინც რვიანში რეალურად ვმუშაობდით და ვმუშაობთ. კიდევ ერთხელ ვწუხვარ, რომ ჩვენი მხარდამჭერები ამ ცირკის მაყურებელი გავხადე, my bad" - წერს ჩერგოლეიშვილი. "რვიანი არ არის არც პლატფორმა, არც გაერთიანება. რვიანში ვართ პარტიები, ვინც ვთანამშრომლობთ ოქტომბრის ფარსის ბოიკოტში. ამიტომ გაუგებარია, თუ არჩევნებში არ შედიან, რვიანი როგორ უნდა დაშალონ. ამას გარდა, 8-იანში შემავალ ყველა პარტიას ერთმანეთთან გვაქვს არაერთი განსხვავება. მაგალითად, ჩვენ, ფედერალისტებს და ჩვენს მხარდამჭერებს მორალურად და სისტემურად ყოვლად მიუღებლად მიგვაჩნია ნაციონალური მოძრაობა, როგორც პიროვნების კულტს ჩამოკიდებული, ანემიური, არადემოკრატიული პარტია, სადაც არცერთ პოლიტიკოსს არ გააჩნია წონა და ყველა ნულია, სააკაშვილის გარეშე. ჩვენ გვინდა, რომ ასეთმა პარტიებმა აღარ იარსებონ. მაგრამ იმის გამო, რომ ეროვნული ინტერესები ჩვენგან ერთობას ითხოვს, სადაც ეს შესაძლებელია, დიდ კომპრომისზე ვართ წასული არა მხოლოდ საკუთარ თავთან და პარტიასთან, არამეც ჩვენს მხარდამჭერებთანაც და ვმუშაობთ ისეთ პარტიებთანაც, რომელიც მორალურად და პრინციპულად ჩვენთან შეუთავსებელია (თუმცა არიან ისეთები, ვისთანაც კარგად გამოგვდის). ცხადია, გრძლად არ გამოვეხმაურები იმ სიყალბეს, რაც თიკა ბოკუჩავას კედელზე წავიკითხე - მას თავისი გაჭირვებია და საკუთარ პარტიაში პოზიციების გამაგრებას ცდილობს ახლა, ამ ყალბი მაიმუნობით (მართლა მეცოდება, ისეთ დღეშია). მხოლოდ ერთს ვიტყვი, რომ ნაციონალური მოძრაობის საქციელი - ერთი მხრივ თიკა ბოკუჩავას რვიანში ყოფნა, ხოლო მეორე მხრივ ხაბეიშვილის ფლანგის გამუდმებული თავდასხმა რვიანზე, ისედაც შეუძლებელს ხდიდა ნაციონალურ მოძრაობასთან მუშაობას. ამდენად, გაუგებარია ეს მუქარა რას ემსახურება - ნაცმოძრაობა დე ფაქტო ისედაც გასული იყო რვიანიდან (მაგალითად, საერთოდ არ მიუღია მონაწილეობა ბათუმის მარშში ვინაიდან ბათუმის ორგანიზაცია ბოკუჩავას არ ემორჩილება). ნაცმოძრაობა ყველა წარმატებული ღონისძიების შემდეგ, შარზე იყო და წიხლებს იქნევდა. ამ ყველაფერზე არ ვყვიროდით იმიტომ, რომ საერთო ამოცანა არ დაგვეზიანებინა 4 ოქტომბრამდე, თორემ გაუგებარია, ვინ საიდან უნდა გაირიცხოს, ან გამოირიცხოს? როგორ და ვინ უნდა გამრიცხოს იქიდან, სადაც არ ჩავრიცხულვარ? რა საქმესაც ვაკეთებ, იმ საქმის კეთებიდან ვინმემ როგორ უნდა გამრიცხოს? ეგ რომ შესაძლებელი ყოფილიყო, ახლა ჩემთვის წიხლების ქნევაც ხომ არ მოგიწევდათ? ნუ არაფერს ვიტყვი იმაზე, რა უბადრუკად ცდილობენ ჩემი შეცდომის გამოყენებას, რომლის გამოც მოვიბოდიშე, მათი ყეყეჩი ლიდერებისგან განსხვავებით. ამ ისტერიკაში მხოლოდ ნაცმოძრაობის კრიზისი ჩანს და არა იმ პარტიების, ვინც რვიანში რეალურად ვმუშაობდით და ვმუშაობთ. კიდევ ერთხელ ვწუხვარ, რომ ჩვენი მხარდამჭერები ამ ცირკის მაყურებელი გავხადე, my bad" - წერს ჩერგოლეიშვილი.
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)