|
2025-08-29 10:34:08, 790 ნახვა
კომენტარი
პორტუგალიის პრეზიდენტი - ტრამპი „რუსეთის აგენტივით“ იქცევა
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამჟამად „რუსეთის აგენტის“ როლს ასრულებს და უკრაინის წინააღმდეგ ომში მოსკოვს უჭერს მხარს. ამის შესახებ პორტუგალიის პრეზიდენტმა მარსელო რებელო დე სოუზამ ზაფხულის უნივერსიტეტში ახალგაზრდულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, იუწყება CNN Portugal. სოუზამ საერთაშორისო ვითარებასა და თანამედროვე გამოწვევებზე ისაუბრა. მან ტრამპი პოლიტიკური ლიდერობის ახალი სტილის, უფრო ემოციური და შუამავლების გარეშე პირდაპირ კონტაქტზე ორიენტირებული მაგალითი უწოდა. თუმცა, პორტუგალიის ლიდერმა აღნიშნა ძალთა გლობალური ბალანსის სახიფათო ცვლილება. „ერთი განსაკუთრებული და რთული რამით: წამყვანი ზესახელმწიფოს ლიდერი, ობიექტურად, საბჭოთა ან რუსეთის აგენტია. ის აგენტის როლს ასრულებს“, - თქვა სოუსამ. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს არ არის „მეგობრობაზე, ეკონომიკურ, იდეოლოგიურ ან დოქტრინულ თანამშრომლობაზე დაფუძნებული ალიანსი“. „მე ვამბობ, რომ ობიექტურად, ახალი ამერიკული ხელმძღვანელობა სტრატეგიულად რუსეთის ფედერაციას უჭერს მხარს“, - თქვა მან. სოუზამ დასძინა, რომ ახალი ამერიკული ხელმძღვანელობა „ერთი მხარის მოკავშირიდან კონფლიქტის არბიტრად გარდაიქმნა“ და არბიტრად, რომელიც მხოლოდ რუსეთთან მოლაპარაკებებს ცდილობს, უკრაინისა და ევროპის გამოკლებით.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
დღეს რუსეთმა 556 თავდასხმის დრონი გაუშვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)