2025-08-27 21:22:41, 2568 ნახვა
სპორტი
სად ვუყუროთ საკალათბურთო ნაკრების თამაშებს? - გაეცანით საქართველოს ბანკის PLUS შეთავაზებებს
![]() ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ სპორტსმენებს. საქართველოს ბანკი საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია. 27 აგვისტოდან ევროპის მთავარი საკალათბურთო ჩემპიონატი EUROBASKET 2025 აიღებს სტარტს - ტურნირი ოთხ ქვეყანაში (კვიპროსში, ლატვიაში, ფინეთსა და პოლონეთში) გაიმართება. საქართველოს საკალათბურთო ნაკრები C ჯგუფში მოხვდა, სადაც ჩვენი გუნდის მეტოქეები მასპინძელი კვიპროსი, ესპანეთი, იტალია, საბერძნეთი და ბოსნია-ჰერცეგოვინა იქნებიან. პირველ ტურში 28 აგვისტოს ალეკსანდრ ჯიკიჩის გაწვრთნილი გუნდი ევროპული და მსოფლიო კალათბურთის გრანდს, ესპანეთს დაუპირისპირდება. წინ მღელვარე და ემოციური დღეები გველის, თამაშების ყურების საუკეთესო მომენტი კი სხვებისთვის გაზიარებული გამარჯვების სიხარულია, თითოეული მოპოვებული ქულა, დაძაბული მომენტი გაერთიანებს ყველასთან, ვისაც შენსავით უყვარს სპორტი. თუ შენც გინდა მეგობრებს გაუზიარო ემოციები და დიდ ეკრანზე უყურო ყველაზე საინტერესო და დაძაბულ საკალათბურთო ჩემპიონატს, აუცილებლად დაგაინტერესებს საქართველოს ბანკის შეთავაზება. სხვადასხვა ქალაქის რამდენიმე გამორჩეული პაბი განსაკუთრებით ემზადება EUROBASKET-ისთვის, დიდ ეკრანთან ერთად აქ დაგხვდება კომფორტულად მოწყობილი სივრცეები და საგულშემატკივრო განწყობა. PLUS ბარათით გადახდის შემთხვევაში კი 10-ჯერ მეტი PLUS ქულა დაგერიცხება. არ დაგავიწყდეს, რომ PLUS ქულების გადაცვლა ნებისმიერ დროს შეგიძლია სასურველ ნივთებსა და სერვისებში. პაბები, სადაც თამაშის დღეებში გაათმაგებულ PLUS ქულებს დააგროვებ და დასამახსოვრებელ დღეებს გაატარებ მეგობრებთან ერთად: თბილისი
ბათუმი
ქუთაისი
თუ თამაშების ყურებას სახლში გირჩევნია, Wolt-ის ქეშბექი დაგეხმარება საგულშემატკივრო გარემოს შექმნაში: თამაშის პერიოდში WOLT-ის შერჩეული კატეგორიიდან გამოძახებისას გადახდილი თანხის 30% (მაქსიმუმ 50 ლარი) Wolt-ის ანგარიშზე დაგიბრუნდება. ასე რომ, მოემზადე დაძაბული თამაშებისთვის, უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ნაკრებს და გაუზიარე ემოციები საყვარელ ადამიანებს.
ჯო უილსონი: MEGOBARI აქტი საბოლოოდ აუცილებლად დამტკიცდება
სუსი იკვლევს ღარიბაშვილის, ლილუაშვილის და სხვა ყოფილი მაღალჩინოსნების მილიონობით ლარის წარმომავლობას
სუს-ი - ქვეყნის ყოფილი მმართველების სახლებიდან ამოღებულია 7 მლნ 2 200 დოლარი, 136 000 ლარი და ძვირფასეულობა
ლატვიამ საქართველოს ორი მოქალაქე პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
![]() ოცნების საკანონმდებლო ტერორიზმი
![]() რეჟიმის წარმომადგენელი კობახიძე უკმაყოფილოა - სტრასბურგის სასამართლომ რუსეთს საქართველოსთვის €252 მილიონის გადახდა დაავალა
ომი უკრაინაში![]() ზელენსკიმ ტრამპს უკრაინული დრონების სანაცვლოდ კიევში „ტომაჰავკის“ რაკეტების გაგზავნა შესთავაზა.
აშშ-სი ჩასული უკრაინის პრეზიდენტი გაოცებულია ტრამპის განცხადებით Tomahawk“-ის გადაცემის თაობაზე
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|