03:42 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-08-27 16:43:53, 608 ნახვა

პოლიტიკა
ქვეყანაში გაძლიერდა სამოქალაქო საზოგადოების დევნა, რომელიც ბევრი მოქალაქის ბოლო იმედად რჩება - პროფესიული კავშირი 78-ე მუხლი

შემაშფოთებელია, რომ ქვეყანაში გაძლიერდა სამოქალაქო საზოგადოების დევნა, რომელიც ბევრი მოქალაქის ბოლო იმედად რჩება მისი უფლებებისთვის ბრძოლაში.- ამის შესახებ დამოუკიდებელი პროფესიული კავშირის 78-ე მუხლის განცხადებაშია ნათქვამი.

აქამდე თუ ეს პროცესი მიმდინარეობდა ანტიკორუფციული ბიუროს საშუალებით, რომელსაც ზურგს უმაგრებს ბოლოდროინდელი არადემოკრატიული კანონები, ამჯერად დევნაში ჩაერთო საქართველოს პროკურატურაც, რომლის მიმართვის საფუძველზე დღეს, სასამართლომ შვიდი არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშები დააყადაღა.

გარდა იმისა, რომ არასამთავრობო სექტორის დევნა ქვეყანაში მიმდინარე არადემოკრატიული პროცესების კიდევ ერთი მანიშნებელია, ის ასევე განსაკუთრებით მტკივნეულია გათავისუფლებული საჯარო მოსამსახურეებისთვის, ვინაიდან დღეს დაყადაღებული სამი არასამთავრობო ორგანიზაცია, დამოუკიდებელ პროფესიულ კავშირთან პარტნიორობით, სასამართლოზე წარმომადგენლობას უწევს და იცავს ათობით გათავისუფლებული პირის ინტერესს.

სამოქალაქო სექტორის გაუქმების თვალსაჩინო მცდელობამ, შესაძლოა, მხარდაჭერის გარეშე დატოვოს ათასობით შშმ პირი, ძალადობის მსხვერპლი ქალი და ბავშვი, სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული პირი, საკუთარი შელახული სამოქალაქო უფლებებისთვის მებრძოლი ადამიანი. შესაბამისად, აღნიშნული პროცესი არა უბრალოდ ანგარიშების დაყადაღებაა, არამედ კიდევ ერთი დარტყმა ამ ორგანიზაციების ბენეფიციარებზე, რომლებსაც სამართლებრივი და სოციალური მხარდაჭერა სახელმწიფოსგან უნდა მიეღოთ.

მოვუწოდებთ სამოქალაქო საზოგადოების ფონდი • Civil Society Foundation-ის, სამართლიანი არჩევნები (ISFED)-ის, Institute for Development of Freedom of Information -ის, საფარი • Sapari-ის, დემოკრატიის მცველები • Democracy Defenders-ის, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა / Georgian Democracy Initiative-ის, სოციალური სამართლიანობის ცენტრი• Social Justice Center-ის ბენეფიციარებს, პარტნიორებს, მხარდამჭერებს, თითოეულ იმ ადამიანს, ვისაც უსარგებლია სამოქალაქო სექტორისგან მიღებული საყოველთაო სიკეთით, გავერთიანდეთ და დავიცვათ სამოქალაქო საზოგადოება დღეს, რადგან ხვალ ვეღარავინ დაიცავს ჩვენს უფლებებს. - წერია ორგანიზაციის განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics