19:20 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-08-27 15:34:15, 980 ნახვა

ეკონომიკა
თიბისის სპეციალური საპრიზო კატეგორია ახალი თაობის მხარდასაჭერად AD BLACK SEA 2025-ზე

11-დან 13 სექტემბერის ჩათვლით, ბათუმი ქვეყნის შემოქმედებითი ინდუსტრიის ყველაზე მასშტაბური ფესტივალს მასპინძლობს. ფესტივალის ტრადიციული მხარდამჭერია თიბისი.

ფესტივალი უმასპინძლებს ინდუსტრიის წამყვანი პროფესიონალებისა და საინტერესო ადამიანების გამოსვლებს, ვორქშოფებსა და პანელურ განხილვებს. ეს არის შესაძლებლობა, სფეროთი დაინტერესებული ადამიანები გაეცნონ შემოქმედებით ინდუსტრიაში არსებულ ტენდენციებს, გაიღრმაონ პროფესიული ცოდნა და გაიცნონ სფეროს წამყვანი პროფესიონალები.

ფესტივალი დაჯილდოებით დასრულდება, სადაც სხვადასხვა კატეგორიაში რეგიონის გამორჩეული კამპანიები და პროექტები გამოვლინდებიან.

AD BLACK SEA-ის დასკვნით დაჯილდოებაზე, თიბისი, როგორც ახალი თაობის მხარდამჭერი, მთავარ სცენაზე ნომინაციას Young Creative წარადგენს და წლის ყველაზე შემოქმედებით ახალგაზრდას დააჯილდოებს. 

წელს პირველად, ფესტივალზე სპეციალურად შერჩეული ადგილობრივი ჟიური, შორთლისტში მოხვედრილ მონაწილეებს, წარდგენილი პრეზენტაციებითა და Q&A სესიების საფუძველზე შეაფასებს და გამოავლენს გამარჯვებულებს. თიბისი, როგორც ნომინაციის წარმდგენი, გამარჯვებულს 10 000 ლარს გადასცემს, რომლის ფარგლებშიც, ახალგაზრდა შემოქმედს შეეძლება თავისი ინტერესების შესაბამისად გამოიყენოს თანხა შემოქმედებითი კარიერის განსავითარებლად.

თიბისისთვის შემოქმედებითი ინდუსტრიის განვითარების ხელშეწყობა მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. ედ ბლექ სი აფართოებს შემოქმედებით თვალსაწიერს და ამ ინდუსტრიის წარმომადგენლებს აძლევს შესაძლებლობას, მიიღონ ახალი ცოდნა, გამოცდილება, შთაგონება და შესაბამისად, მეტი მოტივაციით გააგრძელონ საქმიანობა.

ფესტივალის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს. 

 

 





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
გიგა ავალიანის მკვლელობისთვის 2 არასრულწლოვანს 10.6 წლით, 1-ს 6.9 წლით პატიმრობა მიუსაჯეს
ქართული ოცნება უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებს დააკვირდება
მიხეილ ყაველაშვილი საქართველოში ჩინეთის ელჩს შეხვდა
საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანია აგროტექნომ ქართულ ბაზარზე ახალი ბრენდი - Weitai შემოიყვანა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics