13:59 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-18 09:25:53, 382 ნახვა

პოლიტიკა
დავით ბაქრაძემ პოლონეთის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში ორმხრივი შეხვედრები გამართა

პოლონეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ პოლონეთის სეიმში, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეებთან ტადეუშ ივინსკისთან და მარეკ კშონკალასთან, ასევე, პოლონეთ-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარესთან მიხალ შჩერბასა და ამავე ჯგუფის წევრთან ანა პალუხთან ორმხრივი შეხვედრები გამართა.

სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, შეხვედრებზე მხარეებმა განიხილეს საქართველოში დემოკრატიული რეფორმების მიმდინარეობა, ამ მხრივ არსებული პროგრესი და სამომავლო გეგმები. მხარეებმა იმსჯელეს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესებზე და ამ მიმართულებით მიმდინარე პროცესზე. პოლონურმა მხარემ ხაზი გაუსვა საქართველოში რეფორმების წარმატებას და აღნიშნა, რომ საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის უდაო ლიდერია.

“პოლონეთში მთლიანი პოლიტიკური სპექტრი მხარს უჭერს საქართველოს, მის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე, ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ როგორც ნატო-ს სამიტი ვარშავაში, ისე აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი რიგაში მნიშვნელოვან შედეგს აჩვენებს საქართველოს ინტეგრაციის გზაზე”, - განაცხადეს პოლონელმა პარლამენტარებმა.

სახელმწიფო მინისტრმა პოლონურ მხარეს მადლობა გადაუხადა განუხრელი მხარდაჭერისათვის და ქვეყნისთვის მნიშვნელოვან პროცესებში თანადგომისთვის.

დავით ბაქრაძემ ხაზი გაუსვა პოლონეთის დახმარების მნიშვნელობას როგორც გამოცდილების გაზიარებისა და პრაქტიკული კონტრიბუციის, ასევე, პოლიტიკური მხარდაჭერის მხრივ და ყურადღება გაამახვილა საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლისა და საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინისთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების მნიშვნელობაზე.

 

მხარეებმა, ასევე, განიხილეს რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევები, რომელიც საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ საქართველოსა და უკრაინას, არამედ რეგიონს და მთლიანად ევროპულ ღირებულებებს.

“სამწუხაროდ, ევროპა დღეს იზიარებს იმას, რაზეც ჩვენი მეგობარი ქვეყნები, განსაკუთრებით პოლონეთი, აფრთხილებდა საერთაშორისო თანამეგობრობას 2008 წელს, რომ თუ რუსეთის აგრესია არ შეჩერდებოდა საქართველოში, კრემლის შემდეგი მიზანი უკრაინა გახდებოდა. ევროპამ უნდა მიიღოს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები. აუცილებელია იმ ქვეყნების მხარდაჭერა, რომლებიც რუსეთის სამხედრო, ეკონომიკური და პოლიტიკური ზეწოლის მიუხედავად აგრძელებენ ევროპისკენ სვლას“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სააკაშვილი რაფალიანცის და ეროსი კიწმარიშვილის მკვლელობას ივანიშვილს უკავშირებს
სადიგოვის აზერბაიჯანში გაძევება არის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევა - საია
პროდუქტების ჩამონათვალი რომელიც პატიმრების ახლობლებს შეუძლიათ ციხეებში სააღდგომოდ შეიტანონ
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics