03:41 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-08-26 16:19:14, 783 ნახვა

პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ წარმომადგენელი: ევროკავშირი ქართველ ხალხს ემუქრება

„უვიზო რეჟიმის შეჩერების შესახებ სპეკულაციები გარედან კვლავ ვრცელდება, მაგრამ ჩვენ არ მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომელიც ზიანს მიაყენებს ქართველ ხალხს - ჩვენ არ დავთმობთ „ოჯახური ღირებულებების შესახებ“ კანონის მიღებას, რადგან ეს ჩვენს მომავალს ეხება“, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ.

მისი თქმით, ევროკავშირის ამჟამინდელ ხელმძღვანელობას პირდაპირ აკონტროლებს „ღრმა სახელმწიფო“.

„ჩვენ არ დავუშვებთ ლგბტ პროპაგანდას საბავშვო ბაღებსა და სკოლებში. ასევე არ ვიტყვით უარს გამჭვირვალობის კანონზე, რადგან სუვერენიტეტი ჩვენი ქვეყნისთვის ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ამერიკელი ხალხისთვის. ეს ყველაფერი „ღრმა სახელმწიფოსთვის“ ცნობილია და ახლა გამოიყენება შანტაჟის მექანიზმად, რათა უვიზო რეჟიმის შესაძლო გაუქმების პასუხისმგებლობა „ქართულ ოცნებაზე“ გადაიტანონ. ევროკავშირი თავისი ქმედებებით ემუქრება ქართველ ხალხს. მათ ამჟამინდელ ხელმძღვანელობას პირდაპირ აკონტროლებს „ღრმა სახელმწიფო“ და მათზე გავლენა უზარმაზარია. ისინი აყენებენ მოთხოვნებს, რომლებსაც არანაირი კავშირი არ აქვთ ვიზალიბერალიზაციასთან და საფრთხეს უქმნიან ქართულ საზოგადოებას. თუ ევროკავშირში დარჩა რაიმე საღი აზრი და იმედი მაქვს, რომ ეს ზოგიერთ ლიდერშიც გამოვლინდება, მაშინ უნდა შეიცვალოს ის უსამართლო მოპყრობა, რომელიც ამჟამად შეინიშნება ქართველი ხალხის მიმართ. თუ მათ არ სურთ, რომ საკუთარ ქვეყნებში საკუთარი ხალხი იგივე უსამართლობის მსხვერპლი გახდეს, მათი გადაწყვეტილება განსხვავებული უნდა იყოს და უვიზო რეჟიმის შეჩერების საკითხი საერთოდ არ უნდა დაისვას“, - თქვა გორდულაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics