|
2025-08-25 11:59:13, 1264 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს ბანკმა საუკეთესო ციფრული ბანკის დაჯილდოებაზე სამომხმარებლო მიმართულებით 18 ჯილდო მიიღო
საერთაშორისო გამოცემა Global Finance-მა 2025 წლის „მსოფლიოს საუკეთესო ციფრული ბანკების“ დაჯილდოებაზე საქართველოს ბანკი სამომხმარებლო მიმართულებით 18 კატეგორიაში როგორც ქვეყნის, ისე ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მასშტაბით საუკეთესო ციფრულ ბანკად დაასახელა. აღსანიშნავია, რომ Global Finance საუკეთესო ციფრულ ბანკებს უკვე 26-ე წელია აფასებს, დაჯილდოებაში კი მსოფლიოს წამყვანი ფინანსური ინსტიტუტები მონაწილეობენ. წლევანდელი შედეგებით, საქართველოს ბანკმა ჯამში 34 ჯილდო მოიპოვა, რომელთაგან 18 სამომხმარებლო სეგმენტს ეხება. გამარჯვებულები შეირჩა Infosys-ის მსოფლიო დონის ექსპერტთა ჟიურის მიერ, ხოლო საბოლოო სია Global Finance-ის რედაქციამ გამოავლინა. შეფასების კრიტერიუმებს შორის იყო: ციფრული სტრატეგიის სიძლიერე, მომხმარებლების ზრდა ციფრულ არხებში, პროდუქტებისა და სერვისების მრავალფეროვნება, ვებგვერდისა და მობილური აპლიკაციის ფუნქციონალურობა და დიზაინი, ინფორმაციული უსაფრთხოება და სხვა. საქართველოს ბანკი სამომხმარებლო მიმართულებით შემდეგ ნომინაციებში დაჯილდოვდა: ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონი
საქართველო
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)