05:30 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-08-20 17:48:57, 1084 ნახვა

პოლიტიკა
ბოკუჩავა - ივანიშვილის რუსულმა რეჟიმმა ქვეყანა მეგობრების გარეშე დატოვა

“2008 წლის ომიდან 17 წლის შემდეგ პირველად აშშ არ შეუერთდა საქართველოს მხარდამჭერ განცხადებას გაეროში — ივანიშვილის რუსულმა რეჟიმმა ქვეყანა მეგობრების გარეშე დატოვა და რუსეთისა და მისი მოკავშირეების გავლენის ქვეშ მოაქცია“ - წერს “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა სოციალურ ქსელში

მისი შეფასებით, “საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, როგორც უწყება, ოფიციალურად აღარ არსებობს.

გუშინ გაეროს უსაფრთხოების საბჭოზე 2008 წლის ომის დახურული განხილვის შემდეგ გაკეთებულ განცხადებას, პირველად 17 წლის მანძილზე, ამერიკის შეერთებული შტატები არ შეუერთდა. ეს არ არის ქართული დიპლომატიის კრახი, ესაა დასტური იმისა, რომ ქართული დიპლომატია მკვდარია.

იმდენად გადაიმტერა ივანიშვილის რეჟიმმა ამერიკის შეერთებული შტატები, რომ ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი, რომლის ღია მხარდაჭერამ 2008 წელს, ქართული ჯარის გმირობასთან ერთად, შეაჩერა პუტინი და შეგვინარჩუნა სახელმწიფო, დღეს ომის საკითხზე განცხადებაზე თავს იკავებს!

რატომ? იმიტომ, რომ დღეს ივანიშვილის რუს-ქოცური რეჟიმი ამერიკას მტრად აცხადებს, ომის დაწყებაში ადანაშაულებს და მოკავშირეებად რუსეთს, ჩინეთსა და ირანს აცხადებს!

ამერიკა მოიძულეს, მაგრამ ქება-დიდებას იმსახურებენ რუს-ქოცები ამავე გაეროში პუტინის წარმომადგენლის მოადგილესგან. ვინმე დიმიტრი პოლანსკი ამაყობს, რომ საქართველოს დღევანდელი (დე ფაქტო) ხელისუფლება სიბრძნით მოქმედებს, რის შედეგადაც საქართველო რუსეთის მეორე ყველაზე მსხვილი სავაჭრო პარტნიორია და რუსი ტურისტების რაოდენობამ საქართველოში რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია.

ამიტომ ვამტკიცებდით ჯერ კიდევ 2012 წლიდან, რომ ივანიშვილის პოლიტიკური პროექტი არის რუსული ოცნება, არის პუტინის ოცნება, სადაც საქართველო დარჩენილია რუსეთის პირისპირ მარტო, საერთაშორისო იზოლაციაში, მეგობრებისა და სტრატეგიული პარტნიორების გარეშე. პუტინთან ურთიერთობის კი მხოლოდ ერთი ფორმა არსებობს: მონობა, მსახურება, მძევლობა და ჩაგრვა.

მრავალსაუკუნოვან ბრძოლას თავისუფლებისთვის ქართველი ერი ივანიშვილთან წააგებს? არა! არამც და არამც! ჩვენ გავიმარჯვებთ და დავიბრუნებთ ეროვნულ ღირსებას, რომელიც ჩვენს ქვეყანას ივანიშვილმა აყარა! ჩვენ დავიბრუნებთ საქართველოს!” - წერს თინა ბოკუჩავა

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics